ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი Facebook-ზე ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელშიც მისი კოლეგის, არჩილ ჩუბინიძის მიერ 8 დღის წინათ დაწყებული შიმშილობის მიზეზებზე საუბრობს. იგი ივანიშვილს მიმართავს და სთხოვს "მოაშოროს ღარიბაშვილი თავისი მთელი გუნდით, მოაშოროს ფინანსური პოლიციის კადრები პროკურატურაში და შეასრულოს დაპირებები", წინააღმდეგ შემთხვევაში ზაზა ხატიაშვილი ადვოკატთა მასობრივი შიმშილობის დაწყებას აანონსებს.
პრემიერ-მინისტრი ბენჯამინ ნეთანიაჰუ ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. როგორც მან განაცხადა, იგი უკვე ელაპარაკა მემარჯვენე ცენტრისტული პარტიების ლიდერებს ახალი მთავრობის ფორმირების თაობაზე.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბაზა „უკატექსზე“ 23-ე ბატალიონის სამხედროებმა მრავალეროვნულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. სწავლება მისიაში მონაწილე საერთაშორისო სამედიცინო პერსონალს შორის კოორდინაციისა და ერთობლივი მუშაობის პრინციპების დახვეწას ისახავდა მიზნად.
გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, კახეთის რეგიონში ბოლო პერიოდში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 483 კუბური მეტრის სხვადასხვა ჯიშის ხე-ტყის უკანონო ჭრა გამოავლინეს.
ციკლონმა პამმა მიწასთან გაასწორა ვანუატუ და მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა მის განვითარებას. ამის თაობაზე წყნარი ოკეანის კუნძულზე მდებარე ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა. ინფორმაციას, ფოტო და ვიდეო მასალას დანგრეული კუნძულიდან BBC ავრცელებს.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგების დროს ჯვართთაყვანისცემის დღესასწაულზე ისაუბრა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, თუ ადამიანი მისი ცხოვრების მანძილზე სწორ გზას აირჩევს და უფლის ჯვარს შექმნის, მაშინ ის ჯვარი მძიმე აღარ იქნება.
დაკავებულ მამაკაცებს, თან არანაირი დოკუმენტი არ გააჩნდათ. მათ მესაზღვრეებს განუცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან.
13 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგაზაფხულო სკოლის - „ლიდერი“ - გახსნის ცერემონია გაიმართა.
მასწავლებლებისთვის ორდღიანი სემინარი - „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა. სემინარის მიზანია მასწავლებლების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირება და ამ პროცესში მათი აქტიურად ჩართვა.
ამერიკის შტატ ფლორიდაში სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე 11 სამხედრო იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.