„დღეს აბსოლუტურად შეიცვალა პოლიტიკური რეალობა, ჩვენს სხვა რეალობაში ვართ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში. მან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარის პოსტისა და პოლიტიკის დატოვების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
სახელოვანი ქართველი სპორტსმენი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა. ბეჭდაუდებელი ძიუდოისტი სიცოცხლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.
ორგანიზაციებმა „პროგრესის ცენტრი“ და ანა დოლიძე - მოძრაობა „ხალხისთვის“, ორგანიზაცია „მწვანეებთან“ ერთად სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხთან დაკავშირებით დუმილის აქცია გამართეს. ახალგაზრდებმა სხვადასხვა უნივერსიტეტთან, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სტიკერები გააკრეს წარწერით „75 000“ და „რამდენ კრედიტიანია თქვენი სიჩუმე“. აქციის მონაწილეებმა სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენა და სწავლის გადასახადის განახევრება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
ხარისხიანი და ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და დეკლარირებულია, როგორც ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი. ამის დასტურია ის პროგრამები, რომლებიც წლებია ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების 1/3 -ს სრულად ან ნაწილობრივ უფინანსდება სწავლის გადასახადი, რისთვისაც სამინისტროს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იხარჯება 100 მილიონზე მეტი ლარი, - ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესრულების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის 32-ე ქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობის გადასროლა გრძელდება. ამჯერად ავღანეთში ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეების მეოთხე ნაკადი გაემგზავრა.
დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების მზარდი რაოდენობის გამო, ლონდონის მერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ხელისუფლების მშვიდი, ორგანიზებული და შეუფერხებელი გადაბარების უზრუნველყოფაზეა ფოკუსირებული, - აცხადებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ვიდეო 12-საათიანი შეზღუდვის გაუქმების შემდეგ განთავსდა.
ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის” შესასრულებლად ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში 32-ე ქვეითი ბატალიონის გამგზავრების მორიგი ეტაპი განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.