ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივნის პოსტიდან მარკ ესპერი გაათავისუფლა და მის ნაცვლად აღნიშნულ თანამდებობაზე ქრისტოფერ მილერი, ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის ამჟამინდელი ხელმძღვანელი დანიშნა.
თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ მინი-ფეხბურთის ტურნირის, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლის სეზონის სუპერლიგის გამარჯვებული გახდა. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მოქმედი ჩემპიონი და ოთხგზის გამარჯვებული "პსპ" 1:0 დაამარცხა და შეჯიბრის გამარჯვებული გახდა. მინი ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატში - ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა წარმატებული ბიზნეს ორგანიზაციები და სახელმწიფო უწყებების სამოყვარულო გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით გამარჯვების შემდეგ „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აღთქმა დადო, რომ „გააერთიანებს“ ქვეყანას. მან თქვა, რომ ახლა „დროა შერიგების“. ბაიდენმა პენსილვანიასა და ნევადაში გამარჯვების შემდეგ საარჩევნო კოლეგიაში გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმაზე მეტი მიიღო, რამაც მისი პრეზიდენტად არჩევა უზრუნველყო, თუმცა მოქმედი „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დათმობას არ აპირებს. მას ახალი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა წინა განცხადებებიდან მკაფიოა, რომ იგი ბრძოლის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავს, რადგან მიიჩნევს, რომ არჩევნები „გაყალბდა“.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი არ გამოაცხადოს თავი გამარჯვებულად.
ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანმა ბრედ რაფენსბერგმა სულ ახლახან განაცხადა, რომ შტატში საპრეზიდენტო არჩევნების დათვლილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა მოხდება. მისი თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ 4 169 ბიულტენის და 8 000 სამხედრო პირის ფოსტის მეშვეობით მიცემული ხმების დათვლაა დარჩენილი და ხელახალი გადათვლა მას შემდეგ დაიწყება, რაც ფოსტით ამ ბიულეტენებს მიიღებენ.
(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი აშშ-ის 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამ დროისთვის კვლავ მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს. BBC--ის საარჩევნო სისტემის თანახმად, ბაიდენი ახლა პენსილვანიის შტატში, რომელიც მთავარ საბრძოლო ველს წარმოადგენს, ტრამპზე 6 817 ხმით არის წინ. სულ რაღაც ერთი საათის წინ კი იგი მოქმედ პრეზიდენტს 5 587 ხმით უსწრებდა.
განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სწორედ ამ მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ა(ა)იპ ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციას (ICF საქართველო) შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და „ICF საქართველოს“ პრეზიდენტმა ეკატერინე ბაბუნაშვილმა მოაწერეს.
ჯანმრთელობის სავარაუდო პრობლემების გამო, ვლადიმერ პუტინი იანვარში თანამდებობას დატოვებს, – ინფორმაციას უცხოური მედია „დეილი მეილი“ ავრცელებს.
3-6 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისის საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალს მასპინძლობს. პანდემიის გამო ფესტივალი წელს ონლაინ ფორმატში იმართება.
საქართველოს ნაკრების წევრებმა ახალგაზრდა ნატურალისტთა რიგით მე-8 საერთაშორისო ონლაინ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, საუკეთესო შედეგები აჩვენეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.