უფრო მეტი

„დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთ მსხვილ შტატში, მიჩიგანში და ასევე ვისკონსინში გამარჯვება მოიპოვა და როგორც ბრიტანული „გარდიანი“ იტყობინება, საარჩევნო კოლეგიაში უკვე მისი ხმების რაოდენობა 264-ს შეადგენს, გამარჯვებისთვის საჭირო სულ მცირე 270 ხმის მოსაპოვებლად კი მას დამატებით მხოლოდ 6 ხმის მიღება სჭირდება.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში შტატების უმრავლესობაში კანდიდატებისთვის საარჩევნო კოლეგიაში მიღებული ხმების რაოდენობა ცნობილია და როგორც BBC იუწყება, 50 შტატიდან 44-ში ხმების წინასწარი მონაცემებით „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს. მას 238 ხმა აქვს მიღებული, მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კი 213. საარჩევნო კოლეგიის ჯადოსნური ციფრი, რომელიც კანდიდატის გამარჯვებას უზრუნველყოფს, 270-ია.

სრულად...

სოციალურმა ქსელმა Twitter-მა ტრამპის კომენტარი, სადაც ის არჩევნებში გამარჯვების შესახებ წერს, შეცდომაში შემყვან ჩანაწერად მონიშნა.

სრულად...

(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლიდან ერისადმი მიმართვისას მადლობა გადაუხადა თავის ოჯახს და მილიონობით მხარდამჭერს და განაცხადა, რომ „დიდი გამარჯვება“ მოიპოვა.

სრულად...

ფლორიდის შტატში, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტატია საარჩევნო კოლეგიაში ხმების რაოდენობის გასაზრდელად, დონალდ ტრამპმა გამარჯვება მოიპოვა. წინა საპრეზიდენტო არჩევნებში 29 საარჩევნო ხმა ტრამპისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. ფლორიდამ წინა არჩევნებზე ტრამპი აირჩია, მაგრამ ორჯერ მისცა ხმა ბარაქ ობამას.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში შტატების უმრავლესობაში კანდიდატებისთვის საარჩევნო კოლეგიაში მიღებული ხმების რაოდენობა ცნობილია და როგორც BBC იუწყება, 50 შტატიდან 31-ში ხმების წინასწარი მონაცემებით „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს. მას 192 ხმა აქვს მიღებული, მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კი 114. საარჩევნო კოლეგიის ჯადოსნური ციფრი, რომელიც კანდიდატის გამარჯვებას უზრუნველყოფს, 270-ია.

სრულად...

„გთხოვთ, არ ახსენოთ 2011 წლის 26 მაისი და ასევე გთხოვთ, ნუ ახსენებთ სახალხო კრებას! თქვენ უკვე არა გაქვთ მორალური უფლება ახსენოთ სახალხო სუფთა მოძრაობა, სადაც სპეტაკი სამშობლოსთვის დაფერფლილი ხალხი იყო გაერთიანებული!“ - ასე მიმართავს ნინო ბურჯანაძეს „სახალხო კრების“ ყოფილი წევრი, ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

სრულად...

4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით დიდ ქალაქებში, სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატზე გადავა, – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ.

სრულად...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან ერთი ლიკვიდირებულია, სამართალდამცველები კიდევ ერთ თავდამსხმელს ეძებენ.

სრულად...

„თუ ქართული ოპოზიციური ერთობა ჩათვლის რომ, ივანიშვილის დასამარცხებლად ჩემი ჩამოსვლა იქნება ერთ-ერთი იარაღი, გარწმუნებთ ვიპოვი საშუალებას საქართველოში შემოღწევის და ვერანაირი წინაღობა ამ სურვილს ხელს ვერ შეუშლის“, - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი