ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ჯო ბაიდენი ბოლო შეხვედრებს მართავენ თავიანთ მხარდამჭერებთან. აშშ-ის მოქალაქეების ნაწილმა, 69 მილიონზე მეტმა ადამიანმა, 3 ნოემბრის არჩევნებამდე მისცა ხმა თავის სასურველ კანდიდატს, ზოგიერთმა ფოსტის მეშვეობით (46 მილიონზე მეტმა), ზოგიერთმა კი ტრადიციული ფორმით.
თავდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე ეცნობა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში, მეორე ქვეით ბრიგადაში მიმდინარე და დასრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლა 28 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ონლაინ სწავლებაზე გადადის. როგორც GUARDIAN.GE-ის სკოლის დირექტორმა, დავით როსტომაშვილმა განუცხადა, დისტანციურ სწავლებაზე სკოლის დროებით გადასვლა საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფინალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
იტალიაში კორონავირუსის მეორე ტალღის გამო დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. დემონსტრაციები გაიმართა ქვეყნის რამდენიმე მთავარ ქალაქში, მათ შორის ტურინში, სადაც პოლიციის ოფიცრებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. მილანში, სადაც პროტესტანტები გაჰყვიროდნენ „თავისუფლება, თავისუფლება, თავისუფლება“, პოლიციამ მოქალაქეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაზიანში მდებარე მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში სამუშაოები დასრულდა. ბაზა სრულად მოდერნიზებულია და თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. ბაზის ტერიტორიაზე გარემონტებული და რეაბილიტირებული შენობა-ნაგებობები თავდაცვის მინისტრმა დაათვალიერა და შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა მჭედლიშვილი აცხადებს, რომ „გრძელდება თავდაცვის სამინისტროს, მისი დღევანდელი მენეჯმენტის და ჯარის მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ცილისწამებების და დეზინფორმაციების გავრცელება“.
„კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
(GUARDIAN.GE) - ესპანეთმა „კოვიდ-19“-ის ინფექციის გავრცელების შესაკავებლად და მასზე უფრო მეტი კონტროლის განხორციელების მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ღამის საათებში კომენდანტის საათი დააწესა.
„ჩვენ გვაქვს უკვე ნამდვილი დამნაშვის ფოტო და ვინაობაც. იმის ფოტო და ვინაობაც გვაქვს, ვისი შემოტენაც უნდა სუსს, როგორც დამნაშავის - მეტრანახევარი წიწილივით კაცის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.