უფრო მეტი

საფრანგეთი კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლის გამო ვირუსთან საბრძოლველად უფრო მკაცრი ზომების მიღებას აპირებს. ბოლო 24 საათის მონაცემებით ახალი შემთხვევების რაოდენობამ იქ 10 000 შეადგინა.

სრულად...

არ გაინტერესებთ ეს „ფართომასშტაბიანი ქორწილი“ რამდენ ადამიანს გულისხმობს? - 42 - ასე ეხმაურება ერთ-ერთი ეპიდ-კონტაქტი დიმიტრი ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც ერთმა ქორწილმა ქვეყანაში 5 ახალი კლასტერი შექმნა.

სრულად...

საქართველოში სწავლის დაწყება ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული, თუმცა, განათლების სამინისტრო დღეს არის მზად, რომ 15 სექტემბერს სკოლებში სწავლა განაახლოს, – განაცხადა განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების გენერალური დირექტორატის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის (DGA) და შეიაღებისა და სარაკეტო სისტემების მწარმოებელი ავიამშენებელი კომპანიის ( MBDA) წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას შეეხო. მხარეებმა საჰაერო თავდაცვის მიმართულებით ფრანგულ კომპანიებთან არსებული თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

სრულად...

„უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანსა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულების დირექტორს, დეივიდ ჰოგან ჰერნს შორის ვირტუალური შეხვედრა გაიმართა.

სრულად...

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ერთხმად დაუჭირა მხარი „მწვანე ბიუჯეტის“ პროექტის დოკუმენტს, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა წარადგინა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შექმნიდან 29 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიმბოლურად უწყების ადმინისტრაციულ შენობაში განახლებული ფოიე გახსნა. თავდაცვის უწყების შემოსასვლელში განთავსდა გენერალ გიორგი კვინიტაძის ბიუსტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საზეიმოდ გახსნეს. 

სრულად...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროფესიული განათლების მართვის ახალი მოდელზე - პროფესიული უნარების ეროვნული სააგენტოს (SKILLS GEORGIA) კონცეფციაზე მუშაობას აგრძელებს. მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან, გიორგი პერტაიასთან და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სიღრმისეულად განიხილა სააგენტოს კონცეფცია და ამ მიმართულებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

სრულად...

„კარგი ამბავი! მსოფლიო რაგბის დაჭაობებულმა მმართველობამ იკადრა და აპირებს საქართველო  „8 ერის“ ექსპერიმენტალურ ტურნირში მიიწვიოს. ჯგუფებში გუნდები თავიდან გადაანაწილეს და გვიწევს თამაში ჯგუფში ინგლისი, ირლანდია, უელსთან. მეორე ჯგუფში იქნებიან: ფიჯი, შოტლანდია, იტალია, საფრანგეთი. თამაშები დიდ ბრიტანეთში ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. მსოფლიო რაგბის კავშირმა ოფიციალურად უნდა დაადასტუროს ჩვენი მიწვევა უახლოეს პერიოდში“, წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ბრიტანულ „ტელეგრაფზე“ დაყრდნობით.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარის დებიტორული დავალიანება უკვე ჩამოწერილია და ამჟამად თავდაცვის სამინისტროს დაახლოებით 260 მილიონი ლარის დებიტორული დავალიანება ერიცხება. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი