უფრო მეტი

საქართველოს თავდაცვის ძალების სიძლიერესა და ქართველი სამხედროების მომზადების მაღალ დონეზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საუბრისას.

სრულად...

(GUARDIAN.GE) - 2016 წელს წამყვანი „რესპუბლიკელებისთვის“ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დგომას სხვა დატვირთვა ჰქონდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ იგი მაინც ვერ გაიმარჯვებდა და კონსერვატიული მთავარი დღის წესრიგი საფრთხეში არ აღმოჩნდებოდა, მაგრამ 2020 წლის კამპანია განსხვავებულია. აღნიშნულ თემაზე სტატიას The New York Times-ი აქვეყნებს და ამბობს, რომ მოქმედი პრეზიდენტისადმი ოპოზიციური დამოკიდებულება მისსავე პარტიაში პოლიტიკის პრიორიტეტების რისკის ქვეშ დაყენებას ნიშნავს, მაგრამ იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ისინი ამას მოელოდნენ, ცნობილი „რესპუბლიკელების“ მზარდი რაოდენობა კამათობს იმის თაობაზე თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდნენ იმის გამჟღავნებაში, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ მის ხელახლა არჩევას - ან უფრო მეტიც, შესაძლოა მხარი ჯო ბაიდენს, „დემოკრატების“ სავარაუდო კანდიდატს დაუჭირონ.

სრულად...

„წლების განმავლობაში ხშირად ვწერდი, - ქართველებს წარმოდგენა არა აქვს ამერიკელ ხალხზე, მათ დამოკიდებულებაზე ოჯახისადმი, საკუთარი ქვეყნისადმი...

სრულად...

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში შესაძლოა, უკვე 100 000-ზე მეტი ადამიანი იყოს კორონავირუსით ინფიცირებული.

სრულად...

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებსაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ და აცხადებს, რომ ქვეყანა „უკვე ჯოჯოხეთში“ იმყოფება, თუმცა არ მიუღწევია ჰუმანიტარული კატასტროფისთვის.

სრულად...

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ „ტვ პირველის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელევიზიის გუნდს ორშაბათს შეხვდება და უფრო დეტალურად აუხსნის გადაწყვეტილების მიზეზს, „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ არ დააზარალოს „არც საქმე და არც ოჯახი“.

სრულად...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია ,,სასტუმროს ოთახების მართვის" პროფესიული გადამზადების მოკლევადიან პროგრამაზე რეგისტრაციას აცხადებს.

სრულად...

გერმანულმა კომპანია “ლოვამ“ ოფიციალური წერილით დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებისთვის შეძენილი ფეხსაცმელი ნამდვილად მათ მიერაა წარმოებული. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ხაინდრავამ უწყებაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მოუწოდა მედიას, რომ მაქსიმალურად გადაამოწმონ თავდაცვის ძალებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და ნუ შეეცდებიან უარყოფითად წარმოაჩინონ ყველა ის სიკეთე, რაც ჯარისთვის კეთდება. 

სრულად...

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს 2020 წლის კონკურსი „სუფთა რეგიონი“  გამოცხადდა. კონკურსი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში უკვე მეხუთედ ტარდება.

სრულად...

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვან საჯარო სკოლაში ონლაინ სწავლება ბოლო 3 თვის განმავლობაში შეუფერხებლად მიმდინარეობს და სასწავლო წლის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე სკოლის დირექტორი, ქალბატონი ვართუი სარკსიანი აცხადებს, რომ დისტანციური სწავლება წარმატებით მიდის დასასრულისკენ. თუმცა იგი მოუთმენლად ელოდება ახალი სასწავლო წლის ტრადიციული მეთოდით, საკლასო ოთახებში გაგრძელებას და იმედს იტოვებს, რომ სექტემბრისთვის, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საშუალებას მისცემს განათლების სამინისტროს, რომ სწავლის პროცესი ჩვეულ სტილში განახლდეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი