უფრო მეტი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მე-12 კლასის პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა. მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2020 წლის 1 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 15 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება მე-12 კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

სრულად...

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი და საქმის მწარმოებელი სუზანა ენოკიანი აცხადებს, რომ მასწავლებლის პროფესია მე-9 კლასში აირჩია და ამ პროფესიისადმი სიყვარული მისმა პედაგოგებმა, განსაკუთრებით კი მათემატიკის მასწავლებელმა, ქალბატონმა ვარტიტერ ხეჩოიანმა განაპირობა.

სრულად...

ილინოისის შტატის ქალაქ მინეაპოლისში საპროტესტო გამოსვლების დროს ათობით შენობა დაწვეს და დაარბიეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ეხმაურება ერთ-ერთი ტელეკომპანიის სიუჟეტს, რომელიც სამინისტროს მიერ თავდაცვის ძალების ღორის ხორცით მომარაგებას შეეხებოდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიუჟეტი არაერთ მცდარ ინფორმაციას და უზუსტობას მოიცავდა.

სრულად...

პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის სასწავლო კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და სამშენელო პროექტი ბოლო ეტაპზე, შენობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსით აღჭურვაზე გადავიდა. ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

სრულად...

ბრაზილია ბრძოლაში მარცხდება, - ასეთი სათაურით აქვეყნებს სააგენტო „როიტერსი“ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ ბრაზილია ინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.

სრულად...

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამხედრო მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს.

სრულად...

საქართველოში უმაღლესი ხარისხის სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ პროდუქციის -Faceguard-ის გამოშვებას იწყებს.

სრულად...

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად,  გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებს წითელუბანსა და ხურვალეთს ეწვივნენ და ადგილობრივი სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადასცეს.

სრულად...

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების „ზოგიერთ პოლიტიკურ ძალებს“ ჩინეთთან ურთიერთობები „ახალი ცივი ომისკენ“ მიჰყავს. მან აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ხელი უნდა აიღოს თავის „ილუზიურ ფიქრებზე“ ჩინეთის შეცვლის შესახებ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი