პროფესორი გია ნოდია ახალი კორონავირუსის გავრცელებას „ფეისბუქზე“ იუმორით ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს იშველიებს.
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში რეკორდულად, 475-ით გაიზარდა და საერთო ჯამში დაღუპულთა რიცხვმა თითქმის 3 000-ს მიაღწია.
ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ დიდ ბრიტანეთში 33-ით მოიმატა და 104-ს მიაღწია. სამშაბათის მონაცემებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 71-ს შეადგენდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო შეთანხმდნენ, რომ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად აშშ-კანადის საზღვარი არასაჭირო მოგზაურობებისთვის დაიკეტოს.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გთხოვთ, მიჰყევით გზამკვლევებს და დარჩით სახლში, – განაცხადა ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალირეზა რაისიმირანში. ქვეყანაში კორონავირუსს უკვე 1 135 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის ირანში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17 361-ს შეადგენს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრემიერ მინისტრის ხელძღვანელობით შექმნილი მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული საკონკურსო განაცხადების მიღების წესი და ვადები იცვლება.
ახალი კორონავირუსი ახლა უკვე ამერიკის ყველა, 50-ვე შტატში გავრცელდა. სამშაბათს პირველი შემთხვევა დაადასტურა დასავლეთ ვირჯინიამ. შტატის გუბერნატორმა ჯიმ ჯასტისმა თქვა: „ვიცოდით, რომ ეს მოგვაკითხავდა“. შეერთებულ შტატებში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 6 300 შეადგინა, დაღუპულია 108 ადამიანი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ახალი კორონავირუსის პანდემიის საკითხი ამ საღამოს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და თურქეთის ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განიხილა, იტყობინება ბრიტანული „გარდიანი“ დაუნინგ სთრითზე დაყრდნობით.
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა სამშაბათს, ერთ დღეში, 309-დან 491-ამდე გაიზარდა, იტყობინება BBC ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რიცხვმაც მკვეთრად მოიმატა, 2 000 ახალი ინფიცირებულით და 11 178 შეადგინა. ესპანეთმა თავისი საზღვრები ჩაკეტა და 47-მილიონიანი ქვეყანა ნაწილობრივ დახურულ მდგომარეობაში იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.