კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში დაეხმარება.
ირანმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად დროებით დაახლოებით 85 000 პატიმარი გაათავისუფლა ციხეებიდან. ქვეყნის იუსტიციის მინისტრის წარმომადგენელმა, ღოლამჰოსეინ ისმაილმა განაცხადა: „გათავისუფლებულთაგან დაახლოებით 50% უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პატიმარია... ასევე ციხეებში ჩვენ, აფეთქებასთან საბრძოლველად სიფრთხილის ზომები მივიღეთ“.
პოლონეთის მთავრობის 15 მინისტრი კარანტინშია მოთავსებული მას შემდეგ, რაც 29 წლის გარემოს დაცვის მინისტრს კორონავირუსი გამოუვლინდა, განაცხადა პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების საკონკურსო დოკუმენტაციის (მ.შ. განცხადების, საპროექტო განაცხადისა და სხვა მოთხოვნილი დანართების) მიღებას განახორციელებს ელექტრონულად, მისამართზე culturesupport@mes.gov.ge
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის პროფესიულ კოლეჯებში არდადეგები გახანგრძლივდა. გახანგრძლივებული არდადეგების მიუხედავად, იმისათვის, რომ პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა არ შეიზღუდოს, სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაციები და გეგმა, რომელიც განიხილა პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან.
რუსეთმა ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აკრძალა, რაც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. მთავრობის განცხადებით, აკრძალვა 18 მარტს შევა ძალაში და 1 მაისამდე გაგრძელდება. გამონაკლისი გაკეთდება დიპლომატებისა და მუდმივი რეზიდენტებისთვის.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ამ წუთებში თეთრ სახლში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის აფეთქება ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსალოდნელია, რომ გაგრძელდეს „ივლისამდე ან აგვისტომდე, შესაძლოა უფრო ხანგრძლივადაც“.
საფრანგეთში სამშაბათ შუადღიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით იძულებით კარანტინი ცხადდება. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერისადმი სატელვიზიო მიმართვისას განაცხადა.
კანადა ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა გახდა, რომელიც საზღვრებს კეტავს ყველასათვის, გარდა თავისი მოქალაქეებისა და მუდმივი მობინადრეებისა. ორშაბათს, აღნიშნული სიახლის გამოცხადებისას, ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ თქვა, რომ „დროა ყველანაირი სიფრთხილე და წინდახედულება იყოს გამოჩენილი ხალხის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად“.
ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ, რომელმაც კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო თავისი კარები გამოკეტა, გამოაცხადა, რომ მარტის თვეში სასამართლო პროცესები არ გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.