პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადება, რომ უზნეობაა, ოპოზიციამ „ასეთ დროს“ პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე იფიქროს, იყო ფარისევლური და დემაგოგიური, - აცხადებს პროფესორი, სააკაშვილის ხელისუფლების განათლების მინისტრი გია ნოდია.
„არ გაგიკვირდეთ, თუ დღეს აფთიაქებში პლაქვენილი აღარ არის და ხალხმა ის რიგითი პროდუქტივით მოიმარაგა... ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც სახლში პროფილაქტიკის მიზნით აპირებს მიღებას“, წერს „ფეისბუქზე“ ნათია პეტრიაშვილი-ბარქაია და 2009 წელს იხსენებს, როცა H1N1-ით, „ბავშვი 42 სიცხით, მძიმედ მყავდა და ღამის 3 სთ-ზე ვიღაცას ბინაზე ავადექით, ტირილით ვთხოვდი, რომ 3 მლ/გრ ტამიფლუ ჩამოესხა, რომ ბავშვი გადამერჩინა“.
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოაცხადა, რომ თვითიზოლაციაში გადადის მას შემდეგ, რაც ექიმს, რომელმაც იგი შეამოწმა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის მერკელს კორონავირუსი არ გამოვლენია, მაგრამ კარანტინში ყოფნის პერიოდში მას ტესტირება რეგულარულად ჩაუტარდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ, რომელსაც კორონავირუსი აქვს, „ფეისბუქის“ მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა „გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ, და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის - სოციალური დისტანცირება“.
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია (გვაზავა) ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის ეზო აკურთხა.
პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება წამყვან ქვეყნებზე ეფექტური აღმოჩნდა ყველა მიმართულებით ე.წ. „პანდემიის“ და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვაში.
იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 793 ადამიანი დაიღუპა, რაც მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე საშინელი კრიზისია, იტყობინება BBC. ჯამში, მთელი იტალიის მასშტაბით ვირუსისაგან უკვე 4 825 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 53 500-ზე მეტს შეადგენს, მათგან 6 500 პარასკევის შემდეგ დაემატა.
ჩინეთში უკვე მესამე დღეა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა არც ერთი შიდა შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა ახლა ქვეყანა იმპორტირებული ინფექციისა და ახალი აფეთქების საფრთხის წინაშე დგას, რადგან ყოველდღიურად ვლინდება ვირუსის უცხო ქვეყნებიდან შეტანის შემთხვევები, რაც ახალი წუხილის საგანს წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.