ქართველი პოლიტიკოსი ირაკლი გოგავა BBC-ზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ჩინელებმა მედიკამენტების გარდა, კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობა სახალხო მედიცინის მეშვეობით, კერძოდ კი ძირტკბილას ფესვებითაც შეძლეს.
საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 108-ით გაიზარდა და 372 შეადგინა. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირმა, ჯერომ სალომონმა განაცხადა, რომ ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა „ყოველ ოთხ დღეში ორმაგდება“ და ვირუსი „სწრაფად და ძლიერად“ ვრცელდება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში პატიმრებს ნებას დართავენ სასჯელაღსრულების დაწესებულები დატოვონ, რადგან ციხეებში ახალი კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, იტყობინება BBC.
ჩემი, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის უპირველესი პრიორიტეტი ჩვენი ჯარისკაცების და მათი ოჯახის წევრების დაცვაა. სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და 21 მარტიდან კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სურვილის შემთხვევაში დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.
ინდოეთში ახალი კორონავირუსის შედარებით ცოტა დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი და ამ ფონზე ქვეყანაში არაერთი მაცდუნებელი რჩევა ვრცელდება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა ებრძოლონ ამ ახალ ვირუსს.
ოთხშაბათი პირველი დღე იყო ჩინეთში, როდესაც ახალი კორონავირუსის არც ერთი შიდა შემთხვევა არ გამოვლენილა. ქვეყანაში, სადაც აქამდე უცნობმა კორონავირუსმა გასული წლის დეკემბრის ბოლოს იფეთქა, დღემდე 81 000-ზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა - 3 245 გარდაიცვალა, 70 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ამჟამად ინფექციით 10 000-ზე მეტი ადამიანია დაავადებული და მკურნალობას გადის.
ნედლი ნავთობის ფასი 9.92%-ით დაეცა და 2002 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასი 25.88 აშშ დოლარი შეადგინა, იტყობინება ამ წუთებში CNN.
ახალი კორონავირუსის მზარდი გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის მომატების გამო დიდმა ბრიტანეთმა სკოლების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. პრესკონფერენციაზე პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ სკოლები დაიკეტება პარასკევს, შემდგომი განცხადების გაკეთებამდე.
"ასაკისადმი არაპატივისცემა პროფესიულ ასპარეზზე ხომ ძალიან მოდურია საქართველოში......მახსოვს არ ვიცი რომელი მთავრობის "ბაირამობის" ეტაპი იდგა, პირტიტველა ბიჭების და გოგოების მთავრობა რომ გვყვავდა....და ყველა სფეროში 'ჩამოწერილ" ასაკოვან 50 წლის ადამიაანებს სადღაც სანაგვეზე ისვროდნენ....
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.