უფრო მეტი

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 97-ით გაიზარდა და 463 შეადგინა. პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტიმ კორონავირუსის აფეთქებას ქვეყნის „ყველაზე ბნელი საათი“ უწოდა. გაზრდილია ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა და თუკი კვირას, 8 მარტს, 7 375 ადამიანი იყო გამოვლენილი, ახლა ინფიცირებულთა რიცხვი 9 172-ამდე გაიზარდა.

სრულად...

ყველა პირი, ვინც ისრაელში ჩავა, ვალდებული იქნება 2 კვირით თვით-კარანტინი გაიაროს, რათა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტური და საზოგადოების ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

სრულად...

სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტას“ თანამშრომლებს ზურაბ აზარაშვილი პირადად წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას „დელტას“ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ახალი მენეჯმენტისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი თანამშრომლებისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა იქნება.  

სრულად...

დავით როსტომაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორად 2012 წლის თებერვალში დაინიშნა და უკვე 8 წელია რაც ორი – აზერბაიჯანული და ქართული სექტორისაგან შემდგარ სკოლას უდგას სათავეში.

სრულად...

იტალიამ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით 16 მილიონამდე ადამიანი კარანტინში მოაქცია. ყველა ვინც ლომბარდისა და 14 სხვა ცენტრალურ და ჩრდილოეთ პროვინციაში ცხოვრობს რეგიონის დატოვების და იქ შესვლის ნებართვა დასჭირდებათ. ეს წესი მილანსა და ვენეციაზეც ვრცელდება. დღემდე კარანტინი ჩრდილოეთ იტალიაში მცხოვრებ 50 000-ამდე ადამიანს ეხებოდა.

სრულად...

ჩინეთში ფუცზიანის პროვინციაში ჩამოინგრა სასტუმრო, რომელიც კორონავირუსის გამო კარანტინისთვის გამოიყენებოდა. 

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველმა მოქანდაკემ დავით ნათიძემ დიდი საჩუქარი გაუკეთა, კიევში თავისი სახლის ეზოში თავისი თანამედროვე ქანდაკება "ქალის ტორსო" დადგა.

სრულად...

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ახალი კორონავირუსი დაუდგინდა და მკურნალობის კურსს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის. 

სრულად...

ვატიკანში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, წმინდა საყდრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მატეო ბრუნიმ განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი