უფრო მეტი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონა ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით სპეციალური ბრძანება გამოსცა.

სრულად...

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. საინჟინრო ბატალიონის სპეციალური ქვედანაყოფისა და სადეზინფექციო ჯგუფის მიერ სპეციალური ხსნარით საფუძვლიანად დამუშავდა ყაზარმები, სასადილოები, სამუშაო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, ლიფტები და კიბის უჯრედები.

სრულად...

იტალიის მთავრობა ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლასა და უნივერსიტეტს 2 კვირით დახურავს, რაც ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქებას უკავშირდება, იტყობინება BBC ახალი ამბების სააგენტო „ანსაზე“ დაყრდნობით.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მეხუთე როტაციას განახორციელებს. სამხედრო მოსამსახურეები ალექსეევკას სამხედრო აეროდრომიდან თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, დიეგო კოლასმა გააცილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მათ მხარდაჭერა აღუთქვა, სამშვიდობო მისიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

სრულად...

დაღუპულია 25 ადამიანი ამერიკის შეერთებული შტატების ტენესის შტატში, რომლის ცენტრალურ ნაწილსაც ტორნადომ გადაუარა. ინფორმაციას BBC შტატის გუბერნატორ უილიამ ლიზე დაყრდნობით ავრცელებს. ლის განცხადებით, ადამიანების ნაწილი დაკარგულად არის გამოცხადებული.

სრულად...

ჯო ბაიდენმა სუპერ სამშაბათს 14 შტატიდან 8-ში გაიმარჯვა, რაც მისი „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატობის გზაზე უდიდესი წარმატებაა. აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა გამარჯვებები მოიპოვა მასაჩუსეტში, მინესოტაში, ოკლაჰომაში, არკანზასში, ალაბამაში, ტენესიში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ვირჯინიაში.

სრულად...

თავდაცვის მინისტრის ინიციატივით აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი ჯარისკაცებმა მიულოცეს.

სრულად...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამუშაო შეხვედრა გამართა გერმანიის ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობასთან საქართველოში – აღმასრულებელ დირექტორთან ნინო ოსიტაშვილთან და მრჩეველთან  გაი დე ფონტგალანდთან. აღნიშნული ფონდი ბავშვთა საერთაშორისო ფონდის ალიანსის წევრი ორგანიზაციაა, რომლის მისიას სოციალურად დაუცველი ბავშვების მხარდაჭერა და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს.

სრულად...

კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად, იტყობინება BBC ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე - The Global Times -ზე დაყრდნობით. მანამდე ინფექციით, ჩინელი ექიმი ლი ვენლიანძი, რომელიც ცდილობდა პირველი გაფრთხილებების გავრცელებას მომაკვდინებელი კორონავირუსის აფეთქების თაობაზე, გარდაიცვალა.

სრულად...

83 წლის რომის პაპს ახალი კორონავირუსის ტესტირებისას ნეგატიური შედეგი გამოუვლინდა, იტყობინება იტალიური მედია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი