საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტრანსპორტის პროფკავშირებს თხოვნით მიმართა შეაჩერონ გაფიცვა, რომელიც შობის დღეებში ქვეყანაში სატრანსპორტო ქაოსის შექმნის საფრთხეს ქმნის. კოტ დ’ივუარში (სპილოს ძვლის სანაპირო) ვიზიტად მყოფმა მაკრონმა თქვა, რომ გაფიცულებმა „უნდა გამოაცხადონ დროებითი ზავი ოჯახების და ოჯახური ცხოვრების პატივსაცემად“.
საქართველოს ეროვნული გვარდია დაარსებიდან 29 წლის იუბილეს აღნიშნავს. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს იუბილე მიულოცა და სიტყვით მიმართა. მან ყურადღება ქმედით და ეფექტიან რეზერვის ჩამოყალიბებაზე გაამახვილა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებს შეეხო, რაც ჯარისკაცებისთვის პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.
Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.
„ოცნება-პარტია, ხომ ხედავთ, ნაცვლიშვილი-ბიგვავა-კაცმანის ტრიოს „გაკეთებული“ პიარი ვერ მუშაობს?! - მიმართავს „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკოსი სოფო ხორგუანი.
თითოეულმა ჯარისკაცმა მინდა იცოდეს, რომ დაგეგმილ ყველა რეფორმას წარმატებით მივიყვანთ ბოლომდე, - აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 100 დღიანი მუშაობის შეჯამებისას გააკეთა.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმებას მხარი დაუჭირა. გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის დატოვებას 31 იანვარს შეძლებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საჯარო სკოლებში მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ვრცლად ისაუბრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლზე და აღნიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 100 დღიანი მუშაობის შედეგები და 2020 წლის გეგმები გააცნო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წელი თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადა, შესაბამისად, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ჯარიკაცების საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება განისაზღვრა.
100 დღის მუშაობის შეჯამებისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით გადადგმულ ამბიციურ ნაბიჯებზე გაამახვილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.