უფრო მეტი

ირაკლი ღარიბაშვილმა ბაზის ტერიტორიაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის არსებული საშუალებები, საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები, საფრენი აპარატები დაათვალიერა და ტექნიკის მდგომარეობას პირადად გაეცნო.მარნეულის საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც მიმდინარეობს. მინისტრმა სამხედროების საცხოვრებლებიც მოინახულა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების საგაკვეთილო პროცესს დაესწრო.

სრულად...

13 დეკემბერი წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში წირვა აღევლინა და 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის დედის, მარინა გზირიშვილის ინიციატივით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

სრულად...

დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „კონსერვატიული პარტიის“ „ისტორიული“ გამარჯვების შემდეგ ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ „დღე და ღამე“ იმუშავებს, რათა ამომრჩევლებს მათდამი გამოცხადებული ნდობა გაუმართლოს.

სრულად...

ახალ ზელანდიაში მაშველების გუნდმა თეთრ კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა 6 ცხედარი აღმოაჩინა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სრულად...

საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობის 25 წლისთავი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში” აღინიშნა. იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი იმყოფებოდა

სრულად...

12 დეკემბერს გამართულ დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში - BBC-ის ITV-ის და Sky News-ის მიერ ერთობლივად ჩატარებული ეგზიტ პოლის თანახმად, „კონსერვატიული პარტია“ უმრავლესობით იმარჯვებს, იტყობინება BBC. საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის გამოკითხვის შედეგებით, ყველა ხმის დათვლის შემდეგ „ტორებს“ 368 დეპუტატი ეყოლებათ პარლამენტში - 50 კანონმდებლით მეტი, ვიდრე 2017 წლის არჩევნებში. „ლეიბორისტები“ 191 ადგილს მიიღებენ, „ლიბერალ-დემოკრატები“ 13-ს, „ბრექსიტის პარტია“ ვერც ერთს და „შოტლანდიის ნაციონალური პარტია“ (SNP) 55-ს.

სრულად...

ამა წლის ზაფხულში მონღოლეთში სანადიროდ წასულმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვაჟმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა გადაშენების პირას მყოფი იშვიათი სახეობის ჯიხვი მოკლა. როგორც ბრიტანული „გარდიანი“ „ProPublica“-ზე დაყრდნობით წერს, ნადირის მოკვლის ნებართვა მას შემდეგ გაიცა, რაც ტრამპი ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა.

სრულად...

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ოპერაციაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კოალიციურ ძალებთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას. სწრაფი რეაგირების ქართულმა ქვედანაყოფმა ლოკალურ წერტილზე მოწინააღმდეგის ბლოკირება მოახდინა.

სრულად...

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) „კეთილსინდისიერების ამაღლების აღმასრულებელ რეგიონულ სემინარს“ მასპინძლობს. რეგიონული მასშტაბის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსთან პარტნიორობის ფარგლებში იმართება.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დახურულ კარს მიღმა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მათ განსხვავებული კომენტარები გააკეთეს იმის თაობაზე თუ რა საკითხები იქნა განხილული.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი