საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებს შვილის
თანამებრძოლებმა დედის დღე მიულოცეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უწყებაში დასაქმებულ მრავალშვილიან ქალებს დედის დღე მიულოცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ახალ დირექტორთან საქართველოში ჯონ პენელთან. მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ გასცა პასუხი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს და მას შავი პიარი უწოდა. ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მან მობილური ტელეფონები გადასცა არა სამოქალაქო, არამედ სამხედრო მოსამსახურეებს, ოფიცრებს, რომლებიც ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ და რამდენიმე დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს. ასევე, აღნიშნა, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი ჯილდოს სახით პრემიაც გადაეცათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.