საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ის მაქსიმალურად მხარს დაუჭერს და წაახალისებს სამხედრო მრეწველობას საქართველოში, რადგან ეს ხელს შეუწყობს რესურსების დაზოგვასა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად“.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს ჯარისკაცების ფორმის, სამხედრო ფეხსაცმის და მათი სამხედრო ეკიპირების გაუმჯობესება იგეგმება. ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი წარმოების სამხედრო ფორისა და ფეხსაცმლის საქართველოში წარმოებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
რუბენ ანესიანი, სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი - რომელიც ამ თანამდებობაზე პირველად 1993 წლიდან 2002 წლამდე მუშაობდა, მეორედ 2008 წელს დაინიშნა და იქიდან მოყოლებული დღემდე ისევ ამავე სკოლას უდგას სათავეში (ჯამში 20 წელი), მანამდე კი, 2002-2006 წლებში წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო - GUARDIAN.GE-ისთან საუბარში 17 წლის წინათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას იმით ხსნის, რომ ქვეყანაში რთული პერიოდი იყო და ფიქრობდა, რომ უფრო მეტს გააკეთებდა, როგორც თავისი სოფლისათვის, ისე მთელი მუნიციპალიტეტისათვის.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მის მიერ შემუშავებულ ახალ ინიციატივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ამოცანები ჯარისკაცებზე ზრუნვასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ეფუძნება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმის და სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უპრეცედენტო თანხა იქნება მიმართული - აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა - „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მომავალი წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ კნირშსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ლარს უკერვიცს უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.