საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო საინჟინრო ბატალიონმა 3-კვირიანი წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე სიტუაციური საველე სწავლებით დაასრულა. სწავლება საინჟინრო აფეთქებებს, სატანკო ქვედანაყოფების და ქსმ ქვედანაყოფების სროლებს, ასევე ტაქტიკურ გადაადგილებებს მოიცავდა. ქვედანაყოფებმა თავდაცვის და კონტრშეტევის, ქიმიურ იარაღზე რეაგირების და საინჟინრო გარღვევის ოპერაციები განახორციელეს.
თეატრ „ლენკომის“ ხელმძღვანელი, გამოჩენილი რუსი რეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი მარკ ზახაროვი შაბათს გარდაიცვალა, განუცხადა „რია ნოვოსტის“ თეატრის დირექტორმა მარკ ვარშავერმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი „ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერი“ პროგრამის განმახორციელებელ გუნდთან ერთად იმ სკოლების დირექტორებს შეხვდა, რომელთა სკოლები „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში დღეიდან პროექტში ჩაერთვებიან.
საქართველოს ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, “EURAXESS“-ის წარმომადგენლობა - “EURAXESS Georgia“ ფუძნდება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მჭიდრო ინტეგრირებას ევროკავშირის სამეცნიერო-კვლევით სივრცეში და ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას.
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა აზნივ ვოსკანიანმა საშუალო სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი სომხეთში დაამთავრა, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა, გარკვეული წლები არ უმუშავია და ახლა უკვე მეოთხე წელია რაც კიზილქილისის სკოლას უდგას სათავეში.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ოქტომბრის ბოლოსათვის სოფელ ფონიჭალაში ახალ საბავშვო ბაგა-ბაღს გახსნის. N81 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულებულია, ჩატარდა ეზოს გამწვანებისა და სათამაშო მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები და ამჟამად, შენობის შიდა სივრცის მოწესრიგება მიმდინარეობს: ეწყობა ავეჯი და სუფთავდება ინტერიერი.
განგაშის ამტეხი პირი („უისელბლოუერი“), რომლის ბრალდებამაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის თაობაზე გამოძიების დაწყებას დაუდო საფუძველი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ოფიცერია, იტყობინება შეერთებული შტატების მედია.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP ) ლოჯისტიკის ინიციატივის მრჩეველი დააჯილდოვა. გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ ჟაკ პატონს უწყებრივი მედალი „გენერალი კვინიტაძე“ გადასცა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ცდილობდნენ „დაემალათ“ აშშ-ის პრეზიდენტის უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, იტყობინება BBC ე.წ. „განგაშის ამტეხ პირზე“ („უისელბლოუერზე“) დაყრდნობით. ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი არ ყოფილა შენახული იმ კომპიუტერულ სისტემაში, რომელიც ჩვეულებისამებრ გამოიყენება ამგვარი ინფორმაციისთვის და ამის ნაცვლად ის ცალკე სისტემაში შეინახეს, რომელსაც „განსაკუთრებით მგრძნობიარე ხასიათის საიდუმლო ინფორმაციის“ შესანახად იყენებენ.
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი 2009 წლიდან, სომხური ენის მასწავლებელი, ლიანა პილტოიანი, რომელიც ამავე დროს 2010 წლიდან კაბურის საბაზო სკოლის ხელმძღვანელიცაა, მანამდე კი, 1986 წლიდან 2009 წლამდე ხაჩკოვის სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო და ჯამში პედაგოგიური მოღვაწეობის 43-წლიანი სტაჟი აქვს, წალკის მუნიციპალიტეტის სომხურენოვანი სკოლების დირექტორებს შორის ერთადერთია, რომელიც ქართულ ენას ფლობს, თან მაღალ დონეზე და შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტადაც არის გახარებული იმ ტენდენციით, რომ ბოლო პერიოდში მუნიციპალიტეტის სომხური სკოლებიდან აბიტურიენტების აბსოლუტური უმეტესობა არა სომხეთის, არამედ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, ძირითადად თბილისში, აბარებს გამოცდებს და წარმატებით განაგრძობს სწავლას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.