მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მთაწმინდის პარკში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი გაიმართა, სადაც ხუთი ფინალისტიდან გამარჯვებული მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა.
ოთხი უსახლკარო ადამიანი სიკვდილის პირამდე ნაცემი იპოვეს მანჰეტენზე შაბათს დილით, მეხუთე კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, იტყობინება აშშ-ის მედია. პოლიციამ ინციდენტს შემთხვევითი თავდასხმა უწოდა.
დემოკრატმა კონგრესმენებმა აშშის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან ტრამპი-ზელენსკის სატელეფონო ზართან დაკავშირებული დოკუმენტები გამოითხოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ერაყში ანტისამთავრობო აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ვართუშ ტოროსიანმა წალკის მუნიციპალიტეტის ბურნაშეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლად 48 წელი იმუშავა და პედაგოგიურ ცხოვრებას 2019-20 სასწავლო წლის დაწყებიდან ჩამოსცილდა, რადგან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს აღებაზე თანხმობის მიცემა გადაწყვიტა და ახლა 2 წლის ხელფასის ერთიანად მიღების მოლოდინშია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამჯერად აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება, უკრაინის მსგავსად, ჩინეთსაც მოსთხოვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს როუზ გოტმიოლერის შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თბილისის ერთ-ერთი მცხოვრები მარიამ დავითაშვილი ტაქსებზე დაწესებული რეგულაციების გამო დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს და მოუწოდებს „ამ უაზრო რეგულაციებს“ როგორმე უშველოს, რადგან მისი თქმით, ტაქსით მომსახურება დიდი დიღმიდან გაგარინის მოედნამდე 15 ლარი გახდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ავიაციის მთავარ მარშალს, სერ სტიუარტ ფიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სახელმწიფო ჯილდოს მფლობელ პენსიაზე გასულ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის პრაქტიკოს პედაგოგებს სამინისტროში უმასპინძლა, მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.