რუანდამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან საზღვარი ნაწილობრივ ჩაკეტა. მიზეზი ებოლას ვირუსის თავიდან აცილებაა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
იემენის ქალაქ ადენში, სამხედრო აღლუმის დროს აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მუჰამედ ჯავად ზარიფის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო იუწყება, აღნიშნული სანქციები ყინავს ზარიფის ყველა აქტივს ამერიკასა თუ აშშ-ის მიერ კონტროლირებულ ორგანიზაციებში.
საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებს შორის ტოველწლიური ტურნირი ძალოსნობაში დასრულდა.
ჩრდილოეთ კორეამ ერთი კვირის განმავლობაში ორი რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას BBC სამხრეთ კორეის სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოდან ემიგრაციაში ბავშვობის პერიოდში წასული თორნიკე ბედიანაშვილი, რომელიც 17 წელია უცხოეთში იმყოფება, „ფეისბუქში“ წერს, რომ ვერ შეეჩვია უცხო გარემოს, აუცილებლად დაბრუნდება და იბრძოლებს საქართველოს მომავლისთვის.
ტელეკომპანია „ობიექტივის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ბონდო მძინარაშვილი მიიჩნევს, რომ ქიბარ ხალვაშმა დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წილი არ უნდა მისცეს.
მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი საოპერო მომღერალი, პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერდა მხარს, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თანადგომას უცხადებს.
30 ივლისს გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რიგგარეშე სხდომა. დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში განაცხადის წარდგენა 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბორჯომ-ბაკურიანში მასპინძლობის უფლების მისაღებად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.