საქართველოში სამუშაო ვიზიტად ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის წარმომადგენლები იმყოფებიან. ვიზიტი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული სამხედრო პოლიციის ინიციატივის განვითარების ფარგლებში ხორციელდება.
ისრაელის საპარლამენტო არჩევნებზე ხმები თითქმის დათვლილია და პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ლიკუდის პარტიასა“ და ცენტრისტულ „ლურჯ და თეთრ ალიანსს“ 35-35 ადგილი ერგოთ ქნესეთში - ქვეყნის პარლამენტში. ასეთი შედეგები კი ნეთანიაჰუს მძიმე პოზიციაში აყენებს მემარჯვენე ფრთის კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების გზაზე.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 9 აპრილს დაცემულ მამულიშვილთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, 43-ბატალიონისა და მე-3 ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი უკვე მესამე ქართული ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მომზადდა.
მოზარდი გოგონა სკოლის მესამე სართულიდან გადახტა და გარდაიცვალა. დედის თქმით, მან სხვა მოსწავლეების მხრიდან მუდმივ ჩაგვრას ვერ გაუძლო.
ამერიკის შეერთებული შტატების ჰოუმლენდის უსაფრთხოების მდივანი კირსტენ ნილსენი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის სადავო სასაზღვრო პოლიტიკას ახორციელებდა, თანამდებობიდან გადადგა.
ქალაქ გორში კვერნაქის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამების ეკლესიასთან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. 11-17 წლის ბავშვებმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, მებრძოლების სახელზე სიმბოლურად 169 ნუშის ნერგი დარგეს.
ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმიდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება. ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი „ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა“.
ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იგი ებრაული ახალშენების ანექსირებას მოახდენს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, თუკი მოსახლეობა ისევ მას აირჩევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.