„შაბათის კურიერში“ გორის ეროვნული სამხედრო აკადემიის შესახებ გასული არაზუსტი სიუჟეტის შემდეგ, რომელშიც ქართველი იუნკერის მხრიდან ამერიკელ კურსანტ გოგონაზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე იყო საუბარი, დღეს „კურიერს“ თავის მართლება მოუხდა.
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული გეგმიური ჯავშანსაწინააღმდეგო საველე სწავლება ჩაატარა. წვრთნებს კონტროლს I ქვეითი ბრიგადის დამკვირვებელ-მაკონტროლებლები უწევდნენ.
წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“, საერთო საჯარისო ცენტრის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სკოლის საჰაერო თავდაცვის ოფიცერთა და სპეციალისტთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.
რომის პაპმა ფრანცისკემ სამხრეთ სუდანის წინათ დაპირისპირებულ ლიდერებს ვატიკანში ფეხებზე აკოცა. „მე გთხოვთ თქვენ, როგორც ძმა, შეინარჩუნოთ მშვიდობა. მე გთხოვთ გულით, მოდით, წავიწიოთ წინ“, განაცხადა 82 წლის პონტიფიკოსმა.
ხორვატიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქალაქ სპლიტში ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის მე-5 გამოფენას - ASDA 2019 დაესწრო.
სომხეთის პარლამენტში ტრანსგენდერი ქალის მოულოდნელი გამოსვლა სკანდალისა და დავის მიზეზად იქცა. საკითხი პარლამენტში, სოციალურ ქსელებსა და ყველა მედიაში განიხილებოდა.
საქართველო და ხორვატია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს. სამხედრო ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებით ერთობლივი დეკლარაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის მინისტრმა დამირ კრსტიჩევიჩმა ხორვატიის რესპუბლიკაში, ქალაქ სპლიტში გააფორმეს.
ხელისუფლების სათავეში თითქმის 30-წლიანი ყოფნის შემდეგ, სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი ჩამოაგდეს და დააპატიმრეს, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა. სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას ავად იბნ ოუფმა თქვა, რომ სუდანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი, 47 წლის ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში დააკავეს. იგი თითქმის 7 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში, სადაც მას თავშესაფარი ჰქონდა მიცემული.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხორვატიის რესპუბლიკაში, ქალაქ სპლიტში ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის გამოფენის ფარგლებში გაემგზავრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.