უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ეგზიტ პოლის მიხედვით, კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს. მას ხმების 70 პროცენტზე მეტი აქვს მიღებული.
სულ მცირე 207 ადამიანია მოკლული და 400-ზე მეტს დაზიანებები აქვს მიღებული შრი ლანკაში ეკლესიებსა და სასტუმროებში მომხდარი აფეთქებებისას. მოელიან, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება.
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.
ოთხდღიანი საველე სამეთაურო-საშტაბო სწავლება „უჯარმა-2019“ დასახლებულ პუნქტ პალდოს მიმდებარედ დღეს დასრულდა. დასკვნით სწავლებას ეროვნული გვარდიის მეთაური, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე და მისი მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი დაესწრნენ.
მამამ თავისი ვაჟი გარეული ძაღლის თავდასხმისგან გადაარჩინა მას შემდეგ, რაც ავსტრალიის ტურისტულ კუნძულზე ცხოველმა ჩვილი სახლად მოწყობილი ფურგონიდან გამოათრია.
ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული მოლაპარაკებებიდან შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ჩამოცილება მოითხოვა, ბრალი დასდო რა მას „სისულელეების ლაპარაკსა“ და „უგუნურებაში“.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა წეროვნის მე-3 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. კადეტებმა მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის უპირატესი მხარეები, მიღების წესები, სწავლებისა და ცხოვრების პირობები, დღის განრიგი და სასწავლებლის ინფრასტრუქტურა გააცნეს და სამხედრო სასწავლებლის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა და 27-მა სხვამ დაზიანებები მიიღო პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე მას შემდეგ, რაც ავტობუსი, რომელსაც გერმანელი ტურისტები გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
პერუს ყოფილი პრეზიდენტი, 69 წლის ალან გარსია საავადმყოფოში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც თავი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა იმ დროს, როცა მასთან პოლიცია დასაპატიმრებლად მივიდა. დედაქალაქ ლიმას საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. ყოფილ პრეზიდენტს ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული.
პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა, 69 წლის ალან გარსიამ თავი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა იმ დროს, როცა მასთან პოლიცია დასაპატიმრებლად მივიდა. დედაქალაქ ლიმას საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. ყოფილ პრეზიდენტს ჭრილობა თავში აქვს მიყენებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.