მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. დიდ შაბათთან დაკავშირებით, ტაძრების გარშემო გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდა.
სამების ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში დარჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.
გერმანიის სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის ექსტრადიციაზე უარი განაცხადა, რადგან მისი ესპანეთისთვის „ამბოხების“ საფუძვლებით გადაცემა არასაკმარისად მიიჩნია და კატალონიის ექს-პრეზიდენტი გირაოთი გაათავისუფლა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ინოვაციური პროექტი - „ციფრული კარტოგრაფიული ინფორმაციის ქსელური მართვა და მიწოდება” დაინერგა. პ
კრწანისში მდებარე საერთო საჯარისო ცენტრში, ავიაციისა და საჰერო თავდაცვის სკოლის საჰაერო თავდაცვის კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.
რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის ქალიშვილმა, იულია სკრიპალმა განაცხადა, რომ ერთ კვირაზე მეტია რაც გაიღვიძა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ვიზიტად არის მიწვეული, განუცხადა ჟურნალისტებს უწყების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა ოლეგ ბურმისტროვმა, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დაბეჯითებით თქვა, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში ვიზიტად არის დაპატიჟებული.
სამების საკათედრო ტაძარში, დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით, წირვა და ვნების კვირეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიტუალი ფეხთბანვა შესრულდა.
კორუფციაში ბრალდებულ ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს ლუის ინასიუ ლულა და სილვას ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ სასჯელის ზომად პატიმრობა შეუფარდა.
Facebook-ი დარწმუნებულია, რომ 87 მილიონამდე ადამიანის მონაცემები არასათანადოდ იქნა გაზიარებული პოლიტიკურ საკონსულტაციო ჯგუფ Cambridge Analytica-სთან - გაცილებით მეტი, ვიდრე მანამდე გამჟღავნებული ციფრებია, მათ შორის 1.1 მილიონი დიდ ბრიტანეთში ბაზირებულთა მონაცემებია, იტყობინება BBC.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.