გარდაცვლილია 9 და დაჭრილია 750 პალესტინელი, მათგან ბევრი ისრაელის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად, განაცხადა პალესტინის ჯანდაცვის მინისტრმა.
სამხრეთ ღაზას ქალაქ ხან იუნისის მახლობლად, ისრაელის შეიარაღებული ძალების ტანკიდან გახსნილმა ცეცხლმა პალესტინელი ფერმერის სიცოცხლე იმსხვერპლა, განაცხადეს პალესტინის ოფიციალურმა პირებმა.
კემეროვოს სავაჭრო ცენტრი „Зимняя вишня“, რომლის ხანძრის დროსაც 64 ადამიანი დაიღუპა, თვითნებურად, სამშენებლო ნებართვის გარეშე იქნა აშენებული, იტყობინება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, დელეგაციის წევრებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის პირველ დღეს ლევან იზორია თურქ კოლეგასთან ნურეთინ ჯანიქლისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ქალაქ ანკარაში თურქეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში გაიმართება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გასულ კვირას გამართული სატელეფონო საუბრისას, რომლის დროსაც ტრამპმა მის რუს კოლეგას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, თქვა, რომ აშშ მზად არის რუსეთს შეიარაღებაში შეეჯიბროს.
დაკავებულია ქალაქ კემეროვოს სავაჭრო-გასართობი ცენტრის, „Зимняя вишня“-ს მფლობელი კომპანიის დირექტორი იულია ბოგდანოვა, განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ.
შავ ზღვაზე დაგეგმილი სამხედრო-საზღვაო წვრთნების „ზღვის ვარსკვლავი 2018“-ის ფარგლებში, 30 მარტიდან - 1 აპრილამდე, ბათუმის პორტში შემოვლენ თურქეთის საზღვაო ძალების გემები: „TCG ფათიჰი“ და „TCG ვოლკანი“, ხოლო 2 აპრილს, საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან ერთად ჩატარდება სწავლება „PASSEX“-ი.
ამერიკის შეერთებული შტატების საპასუხოდ რუსეთი ქვეყნიდან 60 ამერიკელ დიპლომატს აძევებს და ხურავს აშშ-ის გენერალურ საკუნსულოს სანკტ-პეტერბურგში. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოაცხადა.
იულია სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენადმე გაუმჯობესდა, მამამისი, „ГРУ“-ს ყოფილი ოფიცერი, სერგეი სკრიპალი კი რეანიმაციაში რჩება, განუცხადეს ინგლისის ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტის“.
მოსკოვის სასამართლომ ბოლო წლების რუსეთის კრიმინალურ ისტორიაში ორ ცენტრალურ ფიგურანტს განაჩენი გამოუტანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.