შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი სირიელი ქურთი და არაბი მებრძოლები აცხადებენ, რომ სრული კონტროლი დაამყარეს სირიაში მდებარე, ერთ დროს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს „დედაქალაქ“ რაყაზე.
კიევში განვითარებულ მოვლენებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამოეხმაურა. მისი თქმით, იგი სამართალდამცავებისგან მოითხოვს, უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარება უზრუნველყონ.
კიევში უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნას, საპარლამენტო იმუნიტეტის გაუქმებასა და ახალი საარჩევნო კანონის მიღებას მოითხოვენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარ ოპერაციულ ოფიცერს, დოქტორ ბენედიქტ ფრანკეს შეხვდა.
ესპანეთის სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობის ორ მთავარ წარმომადგენელს, ჯორდი სანჩესს, რომელიც რეგიონული ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელია და ჯორდი კუიხარტს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მათზე გამოძიება ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით მიმდინარეობს.
ტყის ხანძრებმა ცენტრალურ და ჩრდილოეთ პორტუგალიაში, რომელიც შაბათ-კვირას დაიწყო, სულ მცირე 31 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, განაცხადა სამოქალაქო თავდაცვის ოფიციალურმა უწყებამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს შეხვდა. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოში გენერალური შტაბის უფროსების სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში იმყოფება.
ისრაელის ავიაციამ სირიაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბატარეა გაანადგურა, განაცხადა არმიის პრეს-სამსახურმა.
მოსკოვის ცენტრში, კიევის რკინიგზის სადგურის მოედანზე, სავაჭრო ცენტრ „Европейский“-ს სახურავზე ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა, განუცხადა „რია ნოვოსტის“ რუსეთის დედაქალაქის საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.