საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება.
შეერთებული შტატების ხუთი ყოფილი პრეზიდენტი ტეხასში კონცერტზე შეიკრიბა, რათა ქარიშხლებისაგან დაზარალებულთა დასახმარებლად თანხების მოძიების საქმეში თავიანთი წვლილი გაეღოთ.
კატალონიის პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი აცხადებს, რომ კატალონია არ მიიღებს მადრიდის გეგმას შეაჩეროს რეგიონის ავტონომია.
მალაიზია შეერთებული შტატების კომპანიასთან შეთანხმების დადებაზე მოლაპრაკებებს აწარმოებს, და თუ გარიგება შედგა, აშშ-ის ტეხასში ბაზირებული კომპანია, იმ შემთხვევაში თუკი ჩამოვარდნილ თვითმფრინავს - რეისით MH370 - იპოვის, სოლიდურ ანაზღაურებას მიიღებს.
ესპანეთის მთავრობამ კონსტიტუციის 155-ე მუხლის გამოყენების და კატალონიისთვის ავტონომიის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ელ-ვახატის რაიონში ტერორისტებთან ბრძოლაში ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი დაიღუპა, მათ შორის 23 ოფიცერი და 35 რიგითი, იტყობინება ახალი ამბების პორტალი „მასრავი“ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით.
სულ მცირე 30 პოლიციელი და სამხედრო პირია მოკლული ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მებრძოლთა თავშესაფრებზე განხორციელებული რეიდისას, განაცხადეს უსაფრთხოების და სამედიცინო წყაროებმა.
გერმანიის ქალაქ მიუნხენში პოლიცია იმ მამაკაცის სამძებრო ოპერაციას ატარებს, რომელმაც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში დანით რამდენიმე ადამიანი დაჭრა, აღნიშნულია პოლიციის მიერ „თვითერით“ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლიციამ ბრაზილიაში განაცხადა, რომ მათ ლათინური ამერიკის ისტორიაში პედოფილების წინააღმდეგ ყველაზე დიდი ოპერაცია ჩაატარეს. როგორც BBC იუწყება, ეჭვმიტანილები 24 შტატში და დედაქალაქ ბრაზილიაში დააკავეს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ბირთვულ ფეხბურთს“ თამაშობს, განაცხადა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნამ ხეკ ზენმა მოსკოვში, ბირთვული გაუვრცელებლობის კონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.