საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ სტატიას აქვეყნებს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა „ეკონომისტი“ და აღნიშნავს, რომ იგი პეტრო პოროშენკოს ხელისუფლებისთვის საფრთხედ იქცა.
ორი ადამიანია მოკლული და სამს სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული გერმანიის ქალაქ კონსტანსში ღამის კლუბში მომხდარი სროლების შედეგად. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ავსტრალიაში კონტრ-ტერორისტულმა პოლიციამ თვითმფრინავის ჩამოგდების ტერორისტული აქტი შეაჩერა. ინფორმაციას ქვეყნის პრემიერ მინისტრ მალკოლმ ტერნბულის განცხადებაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
„შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ევროპის დარწმუნების მისიას იწყებს“, ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“, რომელიც პენსის ესტონეთში, საქართველოში და მონტენეგროში 30 ივლისი-2 აგვისტოს ტურნეს ეხება და ხაზს უსვამს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანია ამ ვიზიტით დაამშვიდოს ამერიკის ევროპელი მოკავშირეების ნერვები მას შემდეგ, რაც ტრამპმა პრეზიდენტად არჩევისთანავე ტრანს-ატლანტიკური სამხედრო ალიანსის უსარგებლობაზე, „დრომოჭმულობაზე“ გააკეთა აქცენტი და NATO-ს კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, სამაგიეროდ კი გამოავლინა დაუოკებელი სწრაფვა მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ.
ჭიდაობაში ახალგაზრდული ევროპული ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული რუსი სპორტსმენი, მოჭიდავე იური ვლასკო შაბათ საღამოს დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „Р-Спор“-ს რუსეთის ჭიდაობის ეროვნული ნაკრების უფროსმა ტრენერმა ანატოლი მარგიევმა განუცხადა.
მძღოლმა თავისი ახალთახალი, 1 საათის წინ ნაყიდი 200,000-ფუნტიანი, „ფერარის“ მაღალი სიჩქარით მართვისას კონტროლი დაკარგა, ავტომაგისტრალიდან გადაუხვია და მინდორში აღმოჩნდა, რის შემდეგაც ავტომანქანა მალე ცეცხლში გაეხვა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის რიგით მეექვსე გამოშვების ცერემონიალს დაესწრო.
ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერები“ საქართველოშია. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებისთვის „ღირსეული პარტნიორი" ფოთის პორტში აშშ-ის ტექნიკის მორიგი ნაწილი შემოვიდა.
ორფოლოს პოლიგონზე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის საჩვენებელი სწავლება გაიმართა. ბატალიონს დავალება მოწინააღმდეგის ბლოკირების შესახებ მიეცა, რაც წარმატებით შესრულდა.
ქალბატონი, რომელსაც ნორფოლკში პოლიციის ფურგონმა დაარტყა და აღენიშნებოდა კრიტიკული დაზიანებები, კემბრიჯის ჰერცოგმა საავადმყოფოში გადააფრინა. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.