საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. უწყების განმარტებით, ვიზიტის მიზანს საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის გამოცდილების გაზიარება და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის გაცნობა წარმოადგენს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში, თავდაცვის სამინისტროს ბრიტანელი მრჩეველი უწყებრივი მედლით, „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.
პირველად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აშშ-ის ანალოგი - დრილ სერჟანტის კურსი დაიწყო. სასწავლო პროგრამა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდაჭერით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში იმართება.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვის დროს გონება დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ CNNTurk-ი ავრცელებს.
კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გავაძლიეროთ ლოცვა, რათა ბოროტმა ძალამ საქართველოს დაპყრობა ვერ შეძლოს, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.
პაკისტანში ნავთობის ტანკერის აფეთქების შედეგად 123 ადამიანი დაიღუპა. როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იუწყება, ტანკერი, რომელსაც რამდენიმე ტონა საწვავი გადაჰქონდა, ქალაქ ბაჰავალპურთან ამობრუნდა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის წინამორბედს, ბარაქ ობამას 2016 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებით უმოქმედობაში დასდო ბრალი.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმში, საბავშვო ცენტრ „არტეკს“ ესტუმრა. მან იქ ყოფნის დროს საერთაშორისო საბავშვო ცენტრის, „არტეკის“ მაკეტი დაათვალიერა. იგი ასევე გაეცნო ბანაკის ინფრასტრუქტურული ობიექტების 2014 წლიდან წარმოებული რეკონსტრუქციის შედეგებს.
ისრაელის ავიაციამ სირიის სამთავრობო ძალების ორ ტანკსა და საარტილერიო პოზიციებზე განახორციელა თავდასხმა, რაც უფრო ადრე ისრაელის სახელმწიფოს კონტროლირებად გოლანის მაღლობზე ათეულობით ჭურვის აფეთქების საპასუხო ნაბიჯი იყო, განაცხადა არმიის პრესსამსახურმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისი საბჭოთა კავშირის სუკ-ში (КГБ СССР) მუშაობა დაკავშირებული იყო არალეგალურ დაზვერვასთან და უსურვა ბედნიერება და კეთილდღეობა არალეგალურად მოქმედ რუს მზვერავებს, რომლებიც ახლანდელ დროებაში მუშაობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.