„რესპუბლიკელებმა“ ჯორჯიასა და სამხრეთ კაროლინაში გამართულ კონგრესის არჩევნებში გაიმარჯვეს, რაც ბევრმა შეაფასა, როგორც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის რეფერენდუმი.
მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა, რომელმაც სახელი 1992 წელს ფუნტის წინააღმდეგ ფსონის დადებით მოიპოვა, განაცხადა, რომ ბრიტანეთი უახლოვდება შეუქცევად მომენტს, როცა ეკონომიკა იმ დონემდე შენელდება, რომ შესაძლოა „ბრექსიტმა“ უკუსვლაც კი დაიწყოს.
ალჟირის სასამართლომ მამაკაცს მისი ბავშვის ფანჯარაში იმის გამო გადმოკიდებისთვის, რომ „ფეისბუქზე“ „მოწონებები“ მოეპოვებინა, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
Manchester United-ის მენეჯერს, ჟოზე მოურინიოს ესპანეთის პროკურორებმა, რომლებიც მისი „მადრიდის რეალში“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდს იძიებენ, გადასახადების დამალვაში დასდეს ბრალი. ამის შესახებ BBC იუწყება.
უმსხვილეს ბრიტანულ ბანკს, Barclays-ს და მისი აღმასრულებელი ორგანოების 4 ყოფილ ხელმძღვანელ პირს ბრალი დანაშაულებრივ კონსპირაციაში წაუყენეს. საუბარია თაღლითობის ჩადენასა და უკანონო ფინანსური დახმარების უზრუნველყოფაზე.
ევროკავშირის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მაიკლ ბარნერმა, დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ბრექსიტისგან“ „არსებითი“ შედეგები იქნება.
ამერიკელი სტუდენტი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში 17 თვის განმავლობაში იყო დაპატიმრებული, ორშაბათს ცინცინატის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ მისმა მშობლებმა გაავრცელეს. კომურ მდგომარეობაში მყოფი ოტო უომბიერი ფხენიანმა სულ რამდენიმე დღის წინათ გაათავისუფლა პატიმრობიდან
მამაკაცი, რომელიც ლონდონში, Finsbury Park -თან ტერორისტული აქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილის სახით არის დაკავებული, ქალაქ კარდიფის მკვიდრი, 47 წლის დარენ ოზბორნია. ამის შესახებ BBC იუწყება.
მამაკაცი, მას შემდეგ რაც მან ორშაბათს, საფრანგეთის დედაქალაქის შანზე-ლიზეს სავაჭრო რაიონში პოლიციის სატრანსპორტო საშუალებას ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი ავტომანქანა შეაჯახა, მოკლული იქნა. მისი ავტომიბილის შეჯახებამ კი აალებადი აფეთქება გამოიწვია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პროექტის „არა ოკუპაციას“ ფარგლებში ლექცია წაიკითხა. ლევან იზორია გორისა და კასპის თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე, ადგილობრივ სტუდენტებს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.