თურქეთის ქალაქ კეისერში მომხდარ აფეთქებას 13 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 48 ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პარასკევს, პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დიდი ალბათობით დაუშვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პიროვნულად გასცა სანქცირება განხორციელებულიყო ჰაკერული თავდასხმა „დემოკრატიული პარტიის“ ელქტრონულ წერილებზე შეღწევის მიზნით, რაც ამერიკული სადაზვერვო ოფიციოზის განცხადებით, 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპის დახმარებას ისახავდა მიზნად.
შეერთებული შტატების ოფიციოზის ცნობით, ვაშინგტონმა ოფიციალური თხოვნა გაუგზავნა ჩინეთს, გადასცეს წყალქვეშა უმეთაურო დრონი, რომელიც საერთაშორიოსო წყლებში შეიპყრეს.
12 წლის გერმანელი-ერაყელი ბიჭი შეეცადა ქალაქ ლუდვიგშაფენში საშობაო ბაზარი აეფეთქებინა. ინფორმაციას პროკურორებზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.
კრემლი თეთრი სახლის მხრიდან მოსკოვისადმი წაყენებულ ბრალდებებს ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსმა ჰაკერებმა „დემოკრატების“ ოფიციალური ელექტრონული წერილები მოიპარეს და ამით და დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვების მიღწევაში დაეხმარნენ.
სირიის მთავრობამ აღმოსავლეთ ალეპოდან სირიელი მშვიდობიანი მოქალაქეების და მებრძოლების ევაკუაცია შეაჩერა, ბრალი დასდო რა ამბოხებულებს შეთანხმების პირობების დარღვევაში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აღმოსავლეთ ალეპოდან სირიელი მშვიდობიანი მოქალაქეების და მებრძოლების ევაკუაცია გრძელდება, თუმცა ღამით პროცესი შეჩერებული იყო.
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იურისტი დევიდ ფრიდმანი ისრაელში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე შეარჩია. ამის შესახებ BBC წერს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ პირობა დადო, რომ რუსეთის მიერ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საკითხის გამოსაკვლევად ზომებს მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.