შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის პრესმდივნის პოსტზე შონ სპაისერი დაასახელა.
გერმანიის პოლიციამ ქალაქ დუისბერგში სპეცოპერაციის შედეგად ორი მამაკაცი დააკავა. ისინი გერმანია-ჰოლანდიის საზღვარზე მდებარე სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას გეგმავდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
JetBlue -ს ავიახაზებმა მისი კუთვნილი თვითმფრინავიდან, რომელიც ნიუ იორკის კენედის სახელობის აეროპორტიდან უნდა გაფრენილიყო, მგზავრი ჩამოსვა მას შემდეგ რაც იგი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროს ქალიშვილს, ივანკა ტრამპს გამოელაპარაკა.
სირიის არმიამ ალეპოზე ხელახალი კონტროლი აიღო, რაც მეამბოხე მებრძოლების და მშვიდობიანი მოქალაქეების დიდი ჯგუფის ევაკუაციის განხორციელებას მოჰყვა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა „დიდად უნდა გააძლიეროს და განავრცოს“ თავისი ბირთვული იარაღი.
ბერლინის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის სავაჭრო ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დუშეთისა და წილკნის მიტროპოლიტის, ზოსიმე შიოშვილის ინფორმაციით, ორი იღუმენია წმინდანად შეირაცხა.
ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანით მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი და გერმანიის პოლიციის მიერ მთელი ევროპის მასშტაბით ძებნაგამოცხადებული ახალგაზრდა ტუნისელი მამაკაცი მიმდინარე წლის დასაწყისში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ამის შესახებ BBC წერს.
სირიაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან გააფთრებული ბრძოლებისას 14 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, სხვა 33-მა კი ჭრილობები მიიღო. ინფორმაციას BBC თურქეთის არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სუროგატული ალკოჰოლის გაყიდვების შესაჩერებლად უფრო მკაცრი სამთავრობო ზომების მიღებაზე ბრძანება გამოსცა მას შემდეგ, რაც აბაზანის ალკოჰოლური ხსნარის დალევისაგან რუსეთში ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.