საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2
ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონმა ორფოლოს
პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული სიტუაციური სწავლება
საბრძოლო სროლებით ჩაატარა. დასკვნით წვრთნაში ბატალიონმა
საარტილერიო ჯგუფებისა და საცეცხლე ბატარეების გადაადგილება და
მიზნებზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელა.
გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თავდაცვის
სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა
სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის
სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანში კომბინირებული წვრთნა ჩაატარეს. საველე სწავლებაში
მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონის ასეულები მონაწილეობდნენ, რომელსაც მხარს 44-ე
საარტილერიო ბატალიონი, საინჟინრო და სადაზვერვო ჯგუფები უჭერდნენ.
მიმდინარე წლის 28 ივლისს, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე სამსახურში ყოფნისას, თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობის ინფრასტრუქტურული ცენტრის თანამშრომელი, 1971 წელს დაბადებული, სამოქალაქო პირი ელგუჯა კედელაშვილი, შეუძლოდ გახდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს უმასპინძლა. გაცნობითი
ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ახალდანიშნულ ელჩს წარმატებები
უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა
მომავალშიც გაგრძელდება.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები მახათას მთაზე
იმყოფებოდნენ, სადაც „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.
პარლამენტარებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ
უმასპინძლა და ბინათმშენებლობის სამუშაოები დაათვალიერებინა. დეპუტატებმა სამხედრო
მოსამსახურეებისთვის საბინაო უზრუნველყოფის მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებზეც
იმსჯელეს.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის
ახალდანიშნული მოადგილე იმყოფება. გენერალ-მაიორ მაიკლ ვიკმანს დღეს საქართველოს
თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ამერიკელ
გენერალს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს
თავდაცვის ძალებსა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობას შორის მჭიდრო,
ნაყოფიერი თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის"
მიერ ორგანიზებული სამხედრო სალაშქრო კურსი დასასრულს უახლოვდება. სწავლების
კულმინაციური ნაწილი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც კურსანტები
წინაღობების გადალახვას შეეცადნენ. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების
ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი დაესწრო და
კურსის მონაწილეებს გაესაუბრა.
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა. სემინარის დასკვნითი დღე ეროვნული
უსაფრთხოების სისტემისთვის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის როლის, ადამიანის
უფლებებისა და კანონის უზენაესობის შესახებ მსჯელობას დაეთმო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ბულგარეთის რესპუბლიკის
ახალდანიშნულ ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
თავდაცვის მინისტრმა ბულგარელ დიპლომატს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და
საქართველოში მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ელჩს
ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.