ბათუმში საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3x3
კალათბურთის ტურნირი ლოჯისტიკის სარდლობის გამარჯვებით დასრულდა.
Ფინალურ მატჩებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე,
თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ეროვნული
გმირის ოჯახის წევრები, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და სხვა სამხედრო
მაღალჩინოსნები დაესწრნენ.
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირის ფინალური
ეტაპი „3X3“ კალათბურთში ბათუმში გრძელდება. ტურნირი კალათბურთში საქართველოს
თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდებს შორის ტარდება.
18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, უფროსი სერჟანტის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის საფლავთან მისი ოჯახის წევრები, თანამებრძოლები, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიისა და IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები შეიკრიბნენ. მათ გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა
საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. მან თავდაცვის
ძალების საუკეთესო სამხედროებს - კაპრალ-სპეციალისტ კახა შარვაშიძეს, სერჟანტ ირაკლი
ჯულაყიძეს, სერჟანტ ლევან პატაშურსა და უფროს ლეიტენანტ თორნიკე სამაკაშვილს
მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და კარიერულ ცხოვრებაში
წარმატებები უსურვა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება - 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება.
საქართველოს ეროვნული გმირის, კაპრალ ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა.
დღეს ეროვნული გმირი მისმა თანამებრძოლებმა და ოჯახის წევრებმა მშობლიურ ქალაქ
ოზურგეთში კიდევ ერთხელ გაიხსენეს. თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის
სარდლობების სამხედროებმა ოზურგეთში, ომში დაღუპულთა სახელობის პარკში გმირი
მებრძოლის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდულმა ბანაკმა მოსწავლეებისა და
სტუდენტების მიღება განაახლა. დღეს ბანაკში სამხედრო დღე გაიმართა, რომლის ფარგლებში
მათ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის
სამხედრო მოსამსახურეები ესტუმრნენ.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტებმა ფლორიდის სახლში განხორციელებული რეიდის დროს მისი პასპორტები მოიპარეს.
GUARDIAN.GE - ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBI) ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფლორიდის მარ-ა-ლაგოს სახლიდან 11 საიდუმლო დოკუმენტი ამოიღო, მათგან რამდენიმეს „გრიფით საიდუმლო“ ადევს. ეს პირველი შემთხვევაა ამერიკაში, როცა ექს-პრეზიდენტის სახლი სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე ძიების ფარგლებში გაჩხრიკეს.
საქართველოს თავდაცვის უწყება 11 აგვისტოს სამხედრო მედიცინის დღეს აღნიშნავს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლებს და სამხედრო ექიმებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.