საქართველოს თავდაცვის ძალები 18 ივლისს საერთო საჯარისო ცენტრის დღეს აღნიშნავს.
საზეიმო ღონისძიება წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის”
ტერიტორიაზე ჩატარდა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო
განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრო. მან სამხედროებს სიტყვით
მიმართა, საჯარისო ცენტრის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. წარმატებულ სამხედრო
მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყებაში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის უმასპინძლა. მინისტრმა თურქ დიპლომატს ახალი თანამდებობა მიულოცა და საპასუხისმგებლო მისიაში წარმატება უსურვა.
თბილისის კინოს სახლში რეჟისორ გოგი თორაძის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „მთავარსარდლის დაბრუნება“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა. ფილმის გადაღება, რომელიც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს, თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
ივანიშვილს გოგაშვილზე ბინძური მსახური ერთი-ორი თუ ჰყოლია, მაგრამ ახლა მის ოჯახს ხმის მიწვდენა დასჭირდა ხალხისთვის და წარსულში მისი ქმრისგან დევნილ მედიას მიაშურა სიტყვის სათქმელად. რომ არა კრიტიკული ტელევიზიები, გოგაშვილის ოჯახის ხმას ვერავინ გაიგონებდა, - ამის შესახებ ჟურნალისტი ვახო სანაია „ფეისბუქში“ წერს და მოუწოდებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, იფიქრონ ამაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელ „ფეისბქუში“ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის გაყალბებაზე აკეთებს აქცენტს.
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა. ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა. საიუბილეო ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და საშტატო იარაღი გადაეცათ.
ვაზიანის სასროლეთზე ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში საჩვენებელი
სწავლება გაიმართა. სწავლებაში თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები და
რეინჯერთა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს სპეციალური
ოპერაციების ძალების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ. დასკვნით საველე
სწავლებაში ჯგუფებმა წინასწარ განსაზღვრულ რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის
ჯავშანტექნიკა აღმოაჩინეს და ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინის“ მეშვეობით
გაანადგურეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მწუხარებას გამოთქვამს სორბონის უნივერსიტეტის დოქტორისა და ნანტის უნივერსიტეტის პროფესორის, გასტონ ბუაჩიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე მწვერვალზე, რომელსაც თავდაცვის უწყების ინიციატივით ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელი ეწოდა, შესაბამისი აბრა დამოტაჟდა. მემორიალური დაფა მწვერვალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პირადად განათავსა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, ასევე კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთში გამართულ „ატლანტიკის - შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმზე“ ვირტუალურ ფორმატში ძირითად მომხსენებლად წარსდგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.