შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დაჟინებით მოუწოდა მთავარ რესპუბლიკელებს ოფიციალურად თქვან უარი მათი საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერაზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა თურქმა კოლეგამ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს შერიგების მიმართულებით ნაბიჯები გადადგეს მას შემდეგ, რაც გასულ წელს ორ ქვეყანას შორის რუსული სამხედრო თვითმფრინავის სირიის საზღვართან ჩამოგდების შემდეგ ურთიერთობები გაფუჭდა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
„Samsung“ - ი დაჟინებით მოუწოდებს „Galaxy Note 7“ -ის მფლობელებს გამორთონ „სმარტფონები“ სანამ ის გამოიძიებს ახალ გავრცელებულ ცნობებს იმის თაობაზე, რომ მოწყობილობას ცეცხლი ეკიდება. ამის შესახებ BBC წერს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის "რესპუბლიკელი" კანდიდატი დონალდ ტრამპი სასტიკად დაესხა თავს ჰილარი კლინტონს და მის მეუღლეს. მან უარყო მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები ქალების სექსუალური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ და თქვა, რომ მისი მხრიდან ქალების გაუპატიურებას არასდროს არ ჰქონია ადგილი, სამაგიეროდ კი იგი ცხარე საპრეზიდენტო დებატებში თავს დაესხა ყოფილ პრეზიდენტს, ბილ კლინტონს. ამის შესახებ BBC წერს.
BBC-ის ცნობით, ჰაიტიზე ქარიშხალ „მეთიუს“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
ლანჩხუთის #2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი ემზარ წილოსანის სახელი მიენიჭა.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.
კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი ნობელის პრემიით დაჯილდოვდა. მას პრემია მემარცხენე ფრთის მეამბოხეებთან 52–წლიანი კონფლიქტის დასრულებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცა.
უკრაინაში, ჰეტმან პიოტრ საჰაიდაჩნის სახელობის სახმელეთო ჯარების ეროვნულ აკადემიაში სამეცნიერო საბჭოს საზეიმო შეხვედრა გაიმართა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც გელათის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული ბზის კორომების შეწამვლითი სამუშაოები განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.