დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი დღეს მოგვიანებით განაგრძობს მისი ახალი კაბინეტის ფორმირების პროცესს, როცა ის დაუნინგ სთრითზე თავისი სამუშაოს პირველი სრული დღის აღსრულებას შეუდგება. ამის შესახებ BBC წერს.
ახალი ამბების სააგენტომ, რომელიც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან არის დაკავშირებული, დაადასტურა ისლამური სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ლიდერის, ომარ შიშანის სიკვდილი. ამის შესახებ BBC წერს. შეერთებულმა შტატებმა კი შიშანის სიკვდილის თაობაზე მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ საგარეო მდივნის პოსტი ლონდონის ყოფილ მერს, ბორის ჯონსონს შესთავაზა. ამის შესახებ BBC წერს. ჯონსონი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეთა კამპანიას ედგა სათავეში.
ტერეზა მეი ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ მეორეს ხვდება. დედოფალმა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრად დანიშნა. იგი დაუნინგ სთრითის 10 ნომერში მივა, როგორც კი დევიდ ქამერონის ოჯახი შენობას დატოვებს.
ანკარა სირიასა და ერაყთან კარგი ურთიერთობის დალაგებას აპირებს, - აღნიშნული განცხადება BBC-ის ცნობით, თურქეთის პრემიერ მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა გააკეთა.
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა, 11 კი - დაიჭრა.
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან თავის დაღწევის მცდელობების კომპლექსურობა ნათლად განსაზღვრა საგარეო მდივანმა ფილიპ ჰამონდმა, რომელმაც განაცხადა, რომ გამოსვლის პროცესი შესაძლოა 6 წელიწადი გაგრძელდეს და ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებებზე ხელმოწერები ამ შუალედში შეიძლება შეზღუდული იყოს. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" წერს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა სრულდება. საღმრთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.