ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო) რიგით 28-ე სამიტი ვარშავაში ხვალ, ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნება.
ვლადიმერ პუტინმა რუსეთი მეზობლებისთვის საფრთხედ აქცია, განაცხადა ესტონეთის პრემიერ მინისტრმა ტაავი როივასმა "დოიჩე ველესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღების პროცედურის გამარტივებას მხარი დაუჭირა.
„ნატო-მ საჭიროა აჩვენოს, რომ მას ჰყავს ძლიერი სამხედრო წარმომადგენლობა მის აღმოსავლეთ ფლანგზე“,- განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბერლინში კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს შეიარაღებული ძალების 45-ე სატანკო ბატალიონის III სატანკო ასეული და 44-ე ბატალიონის III სატანკო ასეული ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გეგმურ სატანკო სწავლებებს გადიან.
პოლიციამ შეერთებულ შტატებში, მინესოტაში შავკანიანი მამაკაცი მოკლა იმ დროს, როდესაც ლუიზიანაში ორი დღის წინათ ასევე შავკანიანის მკვლელობის გამო პროტესტი ჯერ კიდევ გრძელდება. ამის შესახებ BBC წერს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ორჯერ მეტ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს დაფინანსებით იმისთვის, რათა გაიღრმავოს ცოდნა ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში.
არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ფეხბურთელს, ლიონელ მესის და მამამისს, ხორხე მესის სასამართლომ გადასახადებისგან თავის არიდებისთვის 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აშშ-ს პრეზიდენტი, ბარაქ ობამა შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი ქლინტონის წინასაარჩევნო კამპანიას შეუერთდა. "დემოკრატები" ჩრდილოეთ კალიფორნიაში ერთად წარსდგნენ ამომრჩევლის წინაშე. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებაში აზიაში გამართული ვაჭრობისას ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა, რაც ბრიტანეთის ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილების გამო ინვესტორთა ნდობის თვალსაზრისით შიშებს წარმოშობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.