გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს.
თურქეთის პრემიერ მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ იგი მმართველი პარტიის, "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" საგანგებო კონგრესზე მაისში თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ BBC წერს.
თურქეთის პრემიერ მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ მაისში მმართველი პარტიის კონგრესზე თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ BBC თურქულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას ითვალისწინებს.
ქართულ-ამერიკულ სწავლება „Noble Partner 2016-ში“ მონაწილეობის მისაღებად გამოგზავნილი ამერიკული მძიმე ტექნიკა საქართველოშია. M1A2 ტიპის ტანკები „აბრამსები“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლები" ფოთის პორტში უკვე ჩამოიტვირთა და ეშელონებით ვაზიანის მიმართულებით დაიძრა.
სოფელ სკრაში ნატოს "პარტნიორობა მშვიდობისათვის" ფონდის პროექტ "საქართველო-4"-ის მიმდინარეობას ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტომაშ პერნიცკი და ლიტვის საგანგებო და სრულუფლებანი ელჩის მოადგილე იურატე რამოსკიენე გაეცნენ.
კანადის ალბერტას პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ქალაქ ფორტ მაკმერის ყველა - 88 000 მცხოვრები ხანძარმა იძულებული გახადა, რომ საკუთარი საცხოვრებელი სახლები მიეტოვებინა და გაქცეულიყო.
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობა თითქმის გაინაღდა, რესპუბლიკელები დაყოფილნი არიან იმასთან დაკავშირებით, დაუჭირონ თუ არა მხარი მას. ამის შესახებ BBC წერს.
ევროკომისია თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა. ევროკომისიის შესაბამისი პრესრელიზი უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინისთვის გადასაცემად საჭირო დოკუმენტების შეგროვება დაიწყო. „რია ნოვოსტი“ ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია უწყების პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.