ნავთობზე ფასის დაცემისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევის მიზნით, ვენესუელას მთავრობამ საჯარო მოხელეთათვის ორდღიანი სამუშაო კვირის დაწესების შესახებ განკარგულება გასცა.
ბელგიამ პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი, სალაჰ აბდესლამი საფრანგეთს გადასცა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ბელგიის პროკურატურა ავრცელებს.
გერმანიის ქალაქების, დიუსელდორფის, კიოლნის, დორტმუნდის, ჰანოვერის, ფრანკფურტის და მიუნხენის აეროპორტებში გაფიცვამ 80 000-ზე მეტ მგზავრს შეუქმნა პრობლემა. გერმანიის ავიაკომპანია Lufthansa-ს ასეულობით რეისი შეჩერებულია. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
საქართველო ნატო-ს წევრი და PFP-ის ქვეყნების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს. სასტუმრო „Holiday Inn“-ში კონფერენცია თემაზე - „სერჟანტთა პროფესიული განვითარება და აღმშენებლობა“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გახსნა.
დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების სამშაბათის პრაიმერებში ხუთივე შტატში გაიმარჯვა, ჰილარი ქლინთონმა კი 5-იდან 4 შტატში.
"მიცუბიში მოტორსმა" აღიარა რომ 1991 წლიდან მოყოლებული მცდარ საწვავის ტესტებს იყენებდა. კომპანიის პრეზიდენტმა ტესურო აიკავამ განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება და შესაძლოა კიდევ უფრო მეტი დარღვევა გამოვლინდეს.
სომხეთის დედაქალაქ ერევანში 25 აპრილს დაახლოებით 10 საათზე ავტობუსი აფეთქდა.
აფეთქება ქალაქის ცენტრში სამგზავრო ავტობუსში მოხდა და ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავებულია 10-მდე მგზავრი.
ჩერნობილში 30 წლის წინათ მომხდარი ბირთვული კატასტროფისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად უკრაინაში ღონისძიებები იმართება. სირენების ხმა ზუსტად იმ დროს გაისმა, როგორც ეს 1986 წლის 26 აპრილს, დილის საათებში რეაქტორზე მომხდარი აფეთქებისას.
ამ წუთებში ვროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა დაიწყო.
ბანგლადეშის დედაქალაქში სექსუალური უმცირესობების წამყვანი აქტივისტი და ბანგლადეშის ერთადერთი LGBT ჟურნალის რედაქტორი მოკლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.