უფრო მეტი

საფრანგეთში მომხდარი შეტაკებების შედეგად, დაკავებულია 214 ადამიანი და დაშავებულია 78 პოლიციელი. ინფორმაციას „Le Figaro“ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზნევის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ძალებმა ფრონტის ხაზთან აზერბაიჯანული სოფელი ქემენლი დაბომბეს. იერიშების შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა რვა ადამიანი. 

სრულად...

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის წესი შესრულდა. ტაძარში, ტრადიციულად, სასულიერო პირებისთვის 12 სკამი დაიდგა, პატრიარქი კი საკუთარ ტახტზე დაბრძანდა, რის შემდეგაც არქიდიაკონის სიტყვებზე - „მოძღვარი გიხმობს“, საკურთხევლიდან 12 მღვდელმსახური გამოვიდა და მათთვის განკუთვნილი სკამები დაიკავეს. უწმინდესმა მათ ფეხი დაბანა.

სრულად...

თურქეთის ქალაქ ბურსაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 12 ეჭვმიტანილი დააკავეს - "როიტერსის" ცნობით, აღნიშნული განცხადება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეფკან ალამ გააკეთა.

სრულად...

სირიის ქალაქ ალეპოს იმ ნაწილში, რომელიც ამბოხებულების მიერ კონტოლდება, ალ-ქუდის საავადმყოფოზე საჰაერო დარტყმების შედეგად 20 ადამიანია მოკლული, მათ შორის სამი ბავშვი და ქალაქში დარჩენილი ბოლო პედიატრი. აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერსი" სირიაში ადამიანის უფლებების დაცვის სამეთვალყურეო ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ევროკავშირისა (EU) და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) პროექტის -“ვადაგასული პესტიციდების ლიკვიდაციისა და გამოუყენებელი საშიში ქიმიური ნივთიერებების რეგულირების მოდელი“ ფარგლებში, ახორციელებს 208 ტონა ვადაგასული პესტიციდის გატანას საქართველოდან საფრანგეთში მათი შემდგომი გაუვნებელყოფის მიზნით.

სრულად...

ბათუმის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაცნობის მიზნით საქართველოში აშშ-ისა და ნატოს მაღალი რანგის სამხედრო დელეგაცია ჩამოვიდა.

სრულად...

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის მსახურება სრულდება. საღმრთო ლიტურგიას მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ასრულებს.

სრულად...

უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემის პროცედურები დაიწყო - "რია ნოვოსტის" ცნობით, აღნიშნული განცხადება სავჩენკოს ადვოკატმა,  მარკ ფეიგინმა გააკეთა.

სრულად...

ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ქალაქ ბურსაში მდებარე ისტორიულ მეჩეთ ულუ ჯამის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამ ინფორმაციას თურქული ტელეკომპანია „NTV“ ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი