თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2021“ დაიწყო.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი საზეიმოდ გახსნეს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებს შორის გამართული სპორტული ტურნირი დასრულდა. ვაზიანში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს სპორტის ოთხ სახეობაში - ფეხბურთში, ფრენბურთში, მკლავჭიდსა და ძალოსნობაში შეეჯიბრნენ.

სრულად...

ვაზიანის სასროლეთზე მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. ბატალიონის დონის გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე ბატალიონის დაქვემდებარებული ქვედანაყოფები და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტები მონაწილეობდა.

სრულად...

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის პირველი ასეულის პირველმა ოცეულმა საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება ჩაატარა.

სრულად...

22-ე ბატალიონმა GDRP-ის შემდგომ შენარჩუნების ფაზაში ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ლეიტენანტ შ. ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ ,,ორფოლო"-ში გამართა. საჩვენებელ სწავლებას, რომელიც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის უმასპინძლა.

სრულად...

თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა შსს-ს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გენერალური შტაბის J2 დაზვერვის დეპარტამენტის ორგანიზებით, „ისარი 2021“-ის ფარგლებში საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან ერთად სწავლებაში შსს-ს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის 40-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ოფიციალურ ვიზიტად რუმინეთში იმყოფებოდა. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი რუმინეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც ქართველმა გენერალმა რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან ნიკოლაე-იონელ ჩიუკასთან და რუმინელ კოლეგასთან, გენერალ-ლეიტენანტ დანიელ პეტრესკუსთან შეხვედრები გამართა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი