საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თავდაცვის ძალების 2020-2030 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, შემდგომი წლების განმავლობაში, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ თავდაცვის ძალების განვითარებას, გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი, მემსახურა თქვენთვის, ძვირფასო ოფიცრებო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო Agile Spirit 2021-ში მონაწილე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საერთაშორისო მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული“ (Agile Spirit) იუბილარია. წელს საქართველო მას უკვე მეათედ უმასპინძლებს. Agile Spirit 2021 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021-ის მასპინძლობისთვის ემზადება. წვრთნების ოფიციალურ გახსნამდე სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის პირადი შემადგენლობა და სამხედრო ტექნიკა საქართველოში საჰაერო და საზღვაო გზებით ჩამოდის.
საქართველოს თავდაცვის ძალები მრავალეროვნული სამხედრო სწავლებისთვის „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) ემზადება. საქართველოსა და რეგიონისთვის სწავლების მნიშვნელობის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 2021 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით 14 წლის ასაკიდან დაინტერესებული პირებისთვის აგრძელებს ონლაინ კონკურსს „ჯილდო ცოდნისთვის“.
აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაშავებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები რეაბილიტაციის კურსს საქართველოში გაივლიან. უკრაინელი სამხედროები საქართველოში ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოვიდნენ და მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ორხევის საავტომობილო ბაზაზე ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.