სამეთაურო საშტაბო სწავლება „ბასიანი 2023“ დასრულდა. სწავლება საქართველოს თავდაცვის
ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებითა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების
სარდლობის მხარდაჭერით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. წვრთნებში თავდაცვის
ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა და თავდაცვის ძალების
წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ გამარჯვებულები
დააჯილდოვეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეების და პედაგოგების
დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
მონაწილეებს პროექტის ავტორებისა და მხარდამჭერებისგან წიგნები, მედალიონები,
სერტიფიკატები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ეროვნულ გვარდიას ესტუმრა. ამერიკელ გენერალს ეროვნული გვარდიის უფროსმა ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა რეზერვის მობილიზაციისა და რეკრუტირების კუთხით დაგეგმილი ცვლილებები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.