„ყველა გამარჯვება რომელიც ჩვენმა გუნდმა, მოიპოვა ამ წლების განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. 2012 წლის 1 ოქტომბერი არ შედგებოდა ბატონი ბიძინას გარეშე. ყველა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩვენმა გუნდმა მოიგო, რა თქმა უნდა, არის ბატონი ბიძინას დამსახურება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა რადიო „იმედში“ გადაცემა „კვირის პოლიტიკაში“ სტუმრობისას.
რადიო „იმედის“ გადაცემაში „კვირის პოლიტიკა“ თავდაცვის მინისტრი კიდევ ერთხელ შეეხო ჯარის კვების საკითხზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებულ უსაფუძვლო კრიტიკას და აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებში კვების ხარისხი მკაცრად კონტროლდება და ეს ბრალდებები სრულად მოკლებულია საღ აზრს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა ,,კვირის პოლიტიკაში" საუბრისას ჯარის მიმართ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცილისმწამებლურ კამპანიაზე ვრცლად ისაუბრა.
რადიო „იმედზე“ გადაცემაში „კვირის პოლიტიკა“ სტუმრობისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველომ რუსეთს საქმე მოუგო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სასამართლოს განაჩენი საქართველოს ხელისუფლების, სხვადასხვა უწყების, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ეფექტიან და გამართულ მუშაობასაც ადასტურებს: „ეს რეალურად არის აღიარება იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთმა ჩაატარა ეთნოწმენდა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად დაზარალდა საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყანა. შედეგად მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული. ეს აღიარება შემთხვევით არ მომხდარა. ამას სჭირდებოდა, დამერწმუნეთ 24 საათიანი მუშაობა“.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტად ბელგიაში იმყოფება, სადაც ნატოს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრებს მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის ძალების მეთაური მონსში, მეკავშირეთა გაერთიანებულ სარდლობაში (SHAPE) იმყოფებოდა, სადაც მას დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი მოუწყვეს.
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ სტიუარტ პიჩს შეხვდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავჯდომარეს, გენერალ სტიუარტ პიჩს შეხვდა. შეხვედრა ქ. ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა, სადაც ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე შეხვედრები მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიისთვის“ მოსამზადებლად გერმანიაში გაემგზავრა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივად განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და მიმდინარე წლის გეგმებზე იმსჯელეს.
თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერის მისია” წარმატებით დაასრულა. ბატალიონი სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა. მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა შალამბერიძე დახვდნენ. მათ სამხედროებს მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე, სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს:
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.