საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯუანშერ ბურჭულაძემ და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა მოაწერეს.
დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღე წეროვანში, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში საზეიმოდ აღინიშნა.
ტელეკომპანია „ფორმულას“ სიუჟეტი, რომელიც შეეხება უკრაინულ კომპანიას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვიჩვენებს, აღნიშნული არხისა და მისი რეალური პოლიტიკური მფლობელების მცდელობას, მანიპულაციითა და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რამენაირად შეასუსტონ თავდაცვის ძალების რეპუტაცია და მიმდინარე მნიშვნელოვანი ძალთა მოდერნიზაციის პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ ვრცელდება მორიგი ცრუ ინფორმაცია თითქოს თავდაცვის სამინისტრო არასწორი შესყიდვების პოლიტიკის გამო დროშების გარეშეა დარჩენილი. აღნიშნული აბსურდული ბრალდება მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მთლიანად თავდაცვის სამინისტროსა და ჯარის დისკრედიტაციის მიზანს ემსახურება.
ნატოს სამხედრო კომიტეტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს შტაბ-ბინაში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები გამართა.
რეგიონული და შავი ზღვის უსაფრთხოების გარემო და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ასპექტები - ის ძირითადი საკითხები იყო, რაზეც საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის ძალების მეთაურებმა ბრიუსელში, ნატოს სამხედრო კომიტეტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს შტაბ-ბინაში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. შეხვედრა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა სტიუარტ პიჩმა გახსნა.
ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურებთან შეხვედრებს განაგრძობს. გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილს შეხვდა. ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ქართველმა და ამერიკელმა გენერლებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
რადიო „იმედის“ გადაცემაში „კვირის პოლიტიკა“ სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალებში მიმდინარე მოდერნიზაციის, შეიარაღებისა განახლების პროცესზე ისაუბრა, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას ისახავს მიზნად.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რადიო „იმედის“ გადაცემაში „კვირის პოლიტიკა“ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებსა და ნატოში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრა. მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდება და ინტენსიური გახდება. „ჩვენ ველით, რომ ბაიდენის და ზოგადად, დემოკრატების ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ამ წელს კიდევ უფრო გაიზრდება და მათი მმართველობის დროს კიდევ უფრო მეტ ყურადღებას, მეტ ზრუნვას და მხარდაჭერას მივიღებთ“, - აღნიშნა მან. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი ბაიდენი ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს და ეს პოლიტიკა არათუ შეიცვლება, პირიქით, გააქტიურდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.