თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციასა და ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონს (MNMPBAT) შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი სამხედრო პოლიციის უფროსმა, თავდაცვის პოლკოვნიკმა გიორგი ბუბუნაურმა, ნატოს მხრიდან კი, ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონში შემავალი ქვეყნების: პოლონეთის, ხორვატიის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის სამხედრო პოლიციის უფროსებმა მოაწერეს. 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სამხედრო მოსამსახურეებმა 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

სრულად...

ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრში საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-7 როტაციის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის პირად შემადგენლობას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ მიმართა და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა.

სრულად...

„ეროვნული თავდაცვის უზრუნველყოფისა და თანამედროვე, ნატოსთან თავსებადი ქმედითი თავდაცვის ძალების აღმშენებლობის პროცესში ერთგულ და ძლიერ საერთაშორისო პარტნიორებს,  მათ მხარდაჭერას  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა   პრეზენტაციაზე „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ განაცხადა.

 

სრულად...

„ჩვენ შპს „დელტა ტექსტილი“ ხარჯების, ეკონომიისა და სამხედროებისათვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდების მიზნით დავაფუძნეთ“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2020 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საერთაშორისო მისიებში იღებენ მონაწილეობას, გმირული თავდადებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

სრულად...

„ნატოსთან ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება პრინციპს - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა.

 

სრულად...

„ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარება კვლავ რჩება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარება ქვეყნის სამხედრო საექსპორტო პოტენციალს საგრძნობად გაზრდის.

სრულად...

ანგარიშის წარდგენისას,  თავდაცვის უწყების  ხელმძღვანელმა საზოგადოებას 2021 წლის გეგმები  და თავდაცვის უწყების პრიორიტეტებიც  გააცნო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  მომავალ წელს ჯარისკაცების სათანადოდ დაფასება, თავდაცვისუნარიანობისა  და თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლება,   ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური შესაძლებლობების, არტილერიის მიმართულების  გაძლიერება, ეროვნული სამხედრო მრეწველობის, შეიარაღებისა და ტექნიკის განახლება-გაუმჯობესება  კვალავ გაგრძელდება.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2020 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას, საზოგადოებას ახალი კორონავირუსის  გავრცელების პრევენციის მიზნით, თავდაცვის ძალებში გადადგმული ნაბიჯები, სამხედრო ბაზებზე მიღებული ზომები გააცნო და უხილავ მტერთან ბრძოლის პროცესში თავდაცვის ძალების ჩართულობაზე მიაწოდა ინფორმაცია. მან პანდემიასთან ბრძოლის საქმეში თავდაცვის ძალებში  გამოჩენილი ორგანიზებული და დისციპლინური მზაობა კიდევ ერთხელ გაიხსენა,  პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართული ჯარი, რომელიც  მუდამ ქვეყნის სადარაჯოზე იმყოფება, უჩვეულო მტერთან ბრძოლაშიც სხვადასხვა ფორმით აქტიურად არის ჩართული. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი