ვაზიანის პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის ერთი 152 მმ (2A65) მსტის ბატარეა საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტებითა და 152 მმ (2A36) გიაცინტის ოცეული საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტებით მონაწილეობდა.
სამხედრო-საინჟინრო და ლოჯისტიკის მიმართულებების განვითარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ერთეული მრავალფუნქციური, დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი (Backhoe loader) და 35 ავტობუსი (BMC-ს მარკის Neocity-ის ტიპის მოდელი) შეემატა.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ახალი აღთქმის მინიატურული წიგნები დაურიგდათ. მინიატურული წმინდა წიგნები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით დაიბეჭდა და გიორგობასთან დაკავშირებით თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გადანაწილდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი ხმის მისაცემად ვაკის მაჟორიტარული ოლქის საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. როგორც უწყების ხელმძღვანელმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, ხმა მისცა ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას.
საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აშშ-ის მხარდაჭერით, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ამერიკული წარმოების ნატოს 5,56 მმ კალიბრის M249 ტიპის ხელის ტყვიამფრქვევებით უკვე აღიჭურვა. საერთო საჯარისო ცენტრში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალური მომზადების ორკვირიანი კურსი გაიარეს, სადაც ამერიკელმა ინსტრუქტორებმა მათ ტყვიამფრქვევის სათანადოდ გამოყენების მიზნით თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარეს.
სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა მჭედლიშვილი პოსტს აქვეყნებს, სადაც ალეკო ელისაშვილის ნეგტიურ კომენტარებს ეხმაურება.
საქართველოს თავდაცვის ძალებმა სამხედრო დაზვერვის დღე სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში სპეციალური საჩვენებელი სწავლებით აღნიშნეს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა, სადაც სამხედრო მზვერავებს პროფესიული დღე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ მიულოცა, წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები კი, საპატიო სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვა.
საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადება დაასრულა. ქვედანაყოფმა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დასკვნითი სწავლება ჩაატარა, სადაც აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეკავშირე ჯგუფთან ერთად, ასეულის დონის კორდონისა და ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარა.
შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ “ორფოლოში” მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები დასრულდა. საარტილერიო ბატალიონმა წვრთნების დასკვნითი ეტაპი შემაჯამებელი საბრძოლო სროლებით დაასრულა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, თავდაცვის ძალებში ავტოპარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, თავდაცვის უწყებამ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული ნატოს სტანდარტების ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, FORD TRANSIT-ის ტიპის 20 ერთეული ახალი მიკროავტობუსი და IVECO-ს ტიპის 7 ერთეული სპეციალიზირებული მანქანა-მაცივარი შეისყიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.