თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის საქმიანობა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეაჯამა. მინისტრმა საფრთხეების გათვალისწინებით, თავდაცვის სრულყოფილ უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება, რაც ეფექტური კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გარეშე შუძლებელია.

სრულად...

ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის განხორციელება ძლიერი ჯარის შექმნის მყარი საფუძველია, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ემსახურება. ამ კონტექსტში თავდაცვის მინისტრმა წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ის ღონისძიებები შეაჯამა, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით უწყებაში დაიგეგმა და განხორციელდა. მინისტრი ჯარის ინსტიტუციური, გრძელვადიანი და მდგრადი განვითარების მიზნით შემუშავებულ თავდაცვის ეროვნული სტრატეგიას შეეხო, რომელიც ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება. 

სრულად...

ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას, სამხედრო მოსამსახურეების პირობების გაუმჯობესების მიზნით, თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა. 

სრულად...

საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით განხორციელებულ ნაბიჯებზე ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის საქმიანობის შეჯამებისას. საზოგადოებასა და მედიას ანგარიში თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში წარუდგინა. მისი განცხადებით, წარსული გამოცდილების გააზრებით, უწყების მიერ მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარებას. 

სრულად...

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2020 წლის საქმიანობის შეჯამება სამხედროების ზრუნვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრით დაიწყო. თავდაცვის უწყებაში 2020 წელი სამხედროების ზრუნვის წლად იყო გამოცხადებული, შესაბამისად ირაკლი ღარიბაშვილმა იმ მნიშვნელოვან მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალურ პირობების შექმნას ემსახურება. 

სრულად...

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მე-4 მექანიზებული ბრიგადის გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს მჭიდროდ კოორდინირებული მუშაობის შედეგად აღმოჩენილ იქნა და ის თავს კარგად გრძნობს. 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მსახურობს თავდაცვის ძალებში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში. აღნიშნული სამხედრო პირი 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, რაც დასტურდება პატაკითა და გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეო კამერებით.

სრულად...

პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილის წარდგენის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისათვის თავდაცვის უწყებაში არსებულ პროექტებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი